Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ზესტაფონში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

ზესტაფონში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

News

ზესტაფონში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

calendar_today 27 June 2023

წიგნების თაროზე ჩანს ქართული ლიტერატურის ნაწარმოებები და აბრა
ფოტო: მინდია ჩარქსელიანი/UNFPA

22 ივნისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, „გამომცემლობა პალიტრა L”-თან თანამშრომლობით, იმერეთის რეგიონში “თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და ქალაქ ზესტაფონის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

„თანასწორობის კუთხის“ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებმა. ასევე, გაიმართა ახლაგაზრდების შეხვედრა ქართველ მწერალთან მარიამ გურგენიშვილთან, რომელმაც გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის ანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ოთახში, მაგიდასთან სხედან სამი ახალგაზრდა ქალი. მეორე მხარეს ჩანს პროგრამის ბანერი და ადამიანების ზურგები
ფოტო: მინდია ჩარქსელიანი/UNFPA

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. 

UNFPA-ის რიგით მეცხრამეტე „თანასწორობის კუთხე“ ქალაქ ზესტაფონში გაიხსნა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.