თქვენ აქ ხართ

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის გუნდმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა კომპენდიუმი, რომლის საფუძველზეც მომზადდა ვორქშოფი „ოჯახების მხარდამჭერი მიდგომები სამუშაო ადგილზე: პოლიტიკა და პრაქტიკა“.

6-8 დეკემბერს წინანდალში გამართულ ვორქშოფზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილება, სადაც მზრუნველი მამობა და მამობის შვებულება ხელშეწყობილია საჯარო თუ კერძო სექტორში.

გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცების მხარდაჭერის და მათი ჩართულობის გაზრდა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. 
 
ვორქშოფი ჩატარდა პროგრამის  „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.