Go Back Go Back
Go Back Go Back

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპების ცვლილებისთვის პროგრამის მეორე ფაზას იწყებენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპების ცვლილებისთვის პროგრამის მეორე ფაზას იწყებენ

Press Release

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპების ცვლილებისთვის პროგრამის მეორე ფაზას იწყებენ

calendar_today 22 March 2024

The programme banner with EU, UNFPA and UN Women logos, and a text: “EU 4 Gender Equality: Together against gender stereotypes
ილუსტრაცია: EU4GenderEquality

სტამბოლი, 2024 წლის 20 მარტი – გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, რეგიონული პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” მეორე ფაზის განხორციელება დაიწყეს. 

პროგრამის მიზანია ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ სფეროებში ქალებსა და კაცებს შორის გენდერულად დისკრიმინაციული დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის შემცირება, მათ შორის, აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილების თვალსაზრისით. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში ხორციელდება.

„გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ღირებულებების ქვაკუთხედი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“ დახმარებით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, განვახორციელოთ გენდერული თანასწორობის მე-3 სამოქმედო გეგმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ხელი შევუწყოთ იმ ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიღწევას უზრუნველყოფს. ჩვენ ერთად ვზრუნავთ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა ქალს, კაცს, გოგოსა თუ ბიჭს შესაძლებლობა ექნება, განვითარდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს უფრო ინკლუზიური და მავნე გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი მომავლის მშენებლობაში“, - განაცხადა დევიდ კალენმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ პარტნიორობის (C2) განყოფილების ხელმძღვანელმა.

2020 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც პროგრამა დაიწყო, მან 6 სამიზნე ქვეყანაში, 41 მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა , სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა უფლებების დაცვის წარმომადგენელმა 22-მა ორგანიზაციამ, ინოვაციური ინიციატივების განსახორციელებლად, მცირე გრანტები მიიღო, პროგრამის ფარგლებში დაარსდა 49 „მამების სკოლა“ და ამ სკოლებით 4000-მდე კაცმა ისარგებლა.

პროგრამის შედეგად, პოზიტიურად შეიცვალა გენდერული მიდგომები. მაგალითად, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ქალებმა და კაცებმა თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ აუნაზღაურებელ და ზრუნვის სამუშაოს შესრულებაზე. ამას გარდა, შემცირდა მავნე, გენდერულად მიკერძოებული სტერეოტიპების გამოვლენა და ეს პოზიტიური ცვლილებები დასტურდება ქალებისა და კაცების, ბიჭებისა და გოგოების ისტორიებით, რომელთა ცხოვრებაც ახალი გამოცდილებითა და ცოდნით გაუმჯობესდა.

სტერეოტიპების შეცვლა დროსა და მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს, რამაც პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელების აუცილებლობა განაპირობა.

„სტერეოტიპები და სოციალური ნორმები მხოლოდ მავნე ნარატივები არ არის. ისინი დაბრკოლებებია, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს. ამ ღრმად გამჯდარი შეხედულებების შეცვლით, ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელშიც, სქესის მიუხედავად, საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება ყველას შეეძლება “, - განაცხადა ბელენ სანს ლუკემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების კვლევამ, რომელიც აღნიშნული ერთობლივი პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდა, აჩვენა, რომ სამიზნე 6 ქვეყანაში, კონკრეტული მიმართულებებით მიღწეული გაუმჯობესებისა და დამაიმედებელი მაჩვენებლების მიუხედავად, დისკრიმინაციული სოციალური ნორმები და დამოკიდებულებები ცხოვრების არაერთ სფეროში ქალებისა და გოგოების წინსვლას კვლავაც აფერხებს. ისინი გენდერული უთანასწორობის ისეთი ფორმებით ვლინდება, როგორებიცაა ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი გავრცელება, აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, გენდერული სახელფასო და საშემოსავლო სხვაობა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა.

„ჩვენი მჭიდრო პარტნიორობების საფუძველზე, ვაფართოებთ საქმიანობას გენდერულ როლებთან დაკავშირებული სოციალური ნორმებისა და გენდერული სტერეოტიპების შესაცვლელად, რათა ხელი შევუწყოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო თანასწორი და სამართლიანი საზოგადოებების შექმნას“, - განაცხადა ფლორენს ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

პროგრამის მე-2 ფაზა 2024 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა პარტნიორების ფართო სპექტრის ჩართულობით, გენდერული უთანასწორობის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობას, ინოვაციური საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებასა და კაცებთან მუშაობას „მამების სკოლების“ მეშვეობით.
______________________________________________________________________________
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women):

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე, ქალთა გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობს. ორგანიზაციის დაარსების მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებისა და გოგოების ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://eca.unwomen.org/en

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA):

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ზრუნავს ქალებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების შესაძლებლობების გაფართოებაზე. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი სააგენტო, რომლის მიზანიც ისეთი მსოფლიოს შექმნაა, სადაც ყველა ორსულობა იქნება სასურველი, ყველა მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდა ადამიანის პოტენციალი რეალიზებული. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://eeca.unfpa.org/en.

______________________________________________________________________________
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:

ოლგა ჩერნიშოვა, კომუნიკაციების სპეციალისტი, პროგრამა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად”: olga.chernyshova@unwomen.org ან chernyshova@unfpa.org

ნინო ნატროშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის ექსპერტი, nino.natroshvili@unwomen.org 

სალომე ბენიძე, კომუნიკაციების და პარტნიორობის ანალიტიკოსი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, benidze@unfpa.org