Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

დიდი თონეთის ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

დიდი თონეთის ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

News

დიდი თონეთის ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

calendar_today 21 December 2023

A shelf full of books
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UN

21 დეკემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი ინიციატივით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და დიდი თონეთის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

Two adolescent girls holding books, reading
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UN

საქართველოში რიგით ოცდამეერთე „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა და მწერალმა ნესტან (ნენე) კვინიკაძემ, რომელმაც მოზარდებთან გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

სტუმრებს ბიბლიოთეკაში უმასპინძლა დიდი თონეთის საჯაროს სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა და მწერალმა დათია ბადალაშვილმა. 

A bunch of people standing in front of a building
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UN

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.