Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

დაე, ისინი წინ გაგვიძღვნენ: მივცეთ 600 მილიონ მოზარდ გოგოს შესაძლებლობა, მათთვის სასურველი მომავლის შესაქმნელად

დაე, ისინი წინ გაგვიძღვნენ: მივცეთ 600 მილიონ მოზარდ გოგოს შესაძლებლობა, მათთვის სასურველი მომავლის შესაქმნელად

Statement

დაე, ისინი წინ გაგვიძღვნენ: მივცეთ 600 მილიონ მოზარდ გოგოს შესაძლებლობა, მათთვის სასურველი მომავლის შესაქმნელად

calendar_today 11 October 2023

An illustration dedicated to the International Day of the Girl Child depicting a number of girls of different ethnicity
ილუსტრაცია: UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2023 წ.

ყველა გოგო უსაზღვრო პოტენციალით იბადება - პოტენციალით, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ისწავლო და განვითარდნენ, უხელმძღვანელონ პროცესებს, სამყაროს უკეთესობისაკენ ცვლილების შემოქმედებად იქცნენ.

დღეს, აღვნიშნავთ რა გოგოების საერთაშორისო დღეს, ჩვენ მსოფლიო მასშტაბით 600 მილიონი მოზარდი გოგოს უსაზღვრო შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისინი წარმოადგენენ თაობას, რომელიც ინოვაციებისა და ქმედითი ნაბიჯების ავტორია, რომელიც მსოფლიოს სამართლიანობისკენ მოწოდებ და რომელიც თანაბარი შესაძლებლობების სამყაროს შექმნისთვის იღწვის.

თუმცა, ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა ყველა გოგო, მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა ცხოვრობდე იგი, უსაფრთხო გარემოში გაიზარდოს და იცოდეს, რომ მისი სხეული მისი საკუთრებაა და საკუთარ მომავალ იგი თავად ქმნის, რომ მას შეუძლია სკოლაში სიარული და სწავლა, მისთვის საჭირო ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომა, და შეუძლია იცხოვროს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

მოზარდობაში ეყრება საუძველი ზრდასრულობის ასაკში წარმატებას. მიუხედავად ამისა, ბავშვთა ქორწინება, მოზარდების ორსულობა და გენდერული ძალადობა ძალიან ბევრი გოგას ცხოვრებას ანგრევს. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებსა და ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ განათლებაში გაზრდილი და მიზანმიმართული ინვესტიციები მოზარდ გოგოებიმ ინსტრუმენტებით აღჭურვას ემსახურება, რომლებიც მათ მათი სხეულისა და ცხოვრების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდებათ და რომლებიც აძლიერებს მათ, როგორც ცვლილების შემოქმედებსა და მომავალ ლიდერებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ძალისხმევას არ იშურებს, რათა მოზარდ გოგოებს მხარში ამოუდგეს და მათ ჯანსაღი, ნათელი მომავლის შექმნაში დაეხმაროს. მსოფლიო ბანკთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, მაგალითად, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ზრდის ინტერვენციებს 22 ქვეყანაში, რათა შეწყდეს ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა და გოგოებს საშუალება მიეცეთ მიიღონ პროფესიული განათლება და ჰქონდეთ წვდომა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებზე.

ისეთი ინტერვენციები, როგორიცაა „ბანგლადეშის ასოციაცია მოზარდების ცხოვრებისეული უნარებით, შემოსავლითა და ცოდნით უზრუნველყოფისათვის“ წარმატებული აღმოჩნდა: გოგოების მესამედის შემთხვევაში შემცირდა ადრეული ქორწინების შემთხვევები მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს თავიანთი უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ცხოვრებისეული უნარების შესახებ, თემის ბაზაზე განხორციელებულ ინიციატივაში მონაწილეობისას. მსგავსი აქტივობები ცვლის ინდივიდუალურ პირთა ცხოვრებას და მთლიან თემს და, მაშასადამე, საჭიროა მათ გაფართოებაზე ვიზრუნოთ.

ბავშვთა ქორწინების აღკვეთის სარგებელი სცილდება ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლებს. უკეთესი მიღწევები განათლებაში, რაც ამ საზიანო პრაქტიკის დასრულებას მოჰყვება, გოგოებს აძლევს შესაძლებლობას დასაქმდნენ ეკონომიკაში და მეტი წვლილი შეიტანონ თავიანთი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.

ბავშვთა ქორწინების აღსაკვეთად დამატებით გამოყოფილი  35 მილიარდი დოლარის ინვესტიციით, მათ შორის საშუალო განათლების მნიშვნელოვანი დაფინანსებით, 2030 წლისთვის, 58 მილიონი ბავშვის ქორწინება იქნება აღკვეთილი.

ვუახლოვდებით რა მდგრადი განვითარების მიზნების ნიშანსვეტს - 2030 წელს, მოდით გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ყველა მოზარდმა გოგომ, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა, შეძლოს ისარგებლოს საკუთარი უფლებებითა და არჩევანით, გამოიყენოს საკუთარი სრული პოტენციალი და შექმნას მომავალი, რომელსაც თავად ისურვებდა. მოდით, დავანგრიოთ ბარიერები გოგოებსა და მათ უკეთეს მომავალს შორის - და მივცეთ მათ საშუალება გაგვიძღვნენ უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე.