Go Back Go Back
Go Back Go Back

გურიასა და იმერეთში სამედიცინო პერსონალისთვის ანტენატალურ მოვლაში კაცების ჩართულობის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

გურიასა და იმერეთში სამედიცინო პერსონალისთვის ანტენატალურ მოვლაში კაცების ჩართულობის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

News

გურიასა და იმერეთში სამედიცინო პერსონალისთვის ანტენატალურ მოვლაში კაცების ჩართულობის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

calendar_today 06 December 2021

ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UNFPA

გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისმა სამედიცინო პერსონალისთვის  3-5 დეკემბერს გურიასა და იმერეთში ჩაატარა ტრენინგების სერია ანტენატალურ მოვლაში კაცების ჩართულობის გასაუმჯობესებლად. 

3 დეკემბერს ოზურგეთში, 4 დეკემბერს ქუთაისში, 5 დეკემბერს კი საჩხერეში სამედიცინო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს რეგიონებში შეხვდნენ მედიცინის დოქტორი, პლატონ მაჭავარიანი, მეან-გინეკოლოგები მაკა ჩიქოვანი და სოფიო ბოჯგუა.
 

ფოტო: მინდია ჩარქსელიანი/UNFPA

ჯანდაცვის სექტორი მნიშვნელოვანი რგოლია ოჯახზე მზრუნველობაში მამების ადრეულ ეტაპზე ჩართვის ხელშესაწყობად. თუმცა, როგორც წესი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლები, უმთავრესად, დედებსა და ბავშვებზე არიან ორიენტირებულები და არც თუ ისე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას პროცესებში კაცის - როგორც მშობლის, ქალის პარტნიორისა და დედასა და ბავშვზე ზრუნვაზე პასუხისმგებელი პირის - ჩართვაზე.

სამედიცინო პერსონალის მოსამზადებელი ტრენინგ-მოდული განკუთვნილია ანტენატალურ მეთვალყურეობაში ჩართული ექიმებისათვის და ემსახურება ორსულობისა და მშობიარობის პროცესებში კაცების უფრო აქტიურად ჩართვას, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, არამედ თავად კაცების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.  

ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UNFPA

მოდული შეიქმნა პროგრამის: „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.