Go Back Go Back
Go Back Go Back

გასვლითი შეხვედრა პარტნიორებთან გლობალური კამპანიის „Boyhood Initiative“ დასაგეგმად

გასვლითი შეხვედრა პარტნიორებთან გლობალური კამპანიის „Boyhood Initiative“ დასაგეგმად

News

გასვლითი შეხვედრა პარტნიორებთან გლობალური კამპანიის „Boyhood Initiative“ დასაგეგმად

calendar_today 10 December 2021

Participants sitting at roundtables
ფოტო: UNFPA Georgia

2022 წლიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი შეუერთდება გლობალურ კამპანიას, Boyhood Initiative, რომლის პრიორიტეტსაც მოზარდ ბიჭებთან მუშაობა, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობა, ბულინგის პრევენცია და სტერეოტიპებთან ბრძოლა წარმოადგენს.
 
ბიჭების ჯანსაღი განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს მიწვდეს 4-13 წლის ასაკის ბიჭებს და მათ ცხოვრებაში ჩართულ მოზარდებს, რათა შესაბამისი რესურსების გამოყენებით, ბავშვები გაიზარდონ, ისწავლონ, მიიღონ შესაბამისი მაგალითები და ჩამოყალიბდნენ კაცებად, რომლებიც იზიარებენ ჯანსაღი მასკულინობის და გენდერული თანასწორობის პრინციპებს.

კამპანიის დასაგეგმად, ორგანიზაცია “Promundo US”-თან თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდმა გასვლით შეხვედრა გამართა 8-10 დეკემბერს წინანდ. მონაწილეებს შორის იყვნენ კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მხარდამჭერები და UNFPA-ს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უკვე მრავალი წელია, რაც UNFPA-ს საქართველოს ოფისი აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კაცების ჩართულობის გასაზრდელად. 

ამ მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა ორგანიზაცია Care Together-თან თანამშრომლობით, 2016 წლიდან დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“, რომელიც შვედეთის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება. კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები - სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არიან ჩართული. 

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ქალთა სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით, კამპანია Boyhood Initiative საქართველოში 2022 წლიდან დაიწყება, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.