Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

News

გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

calendar_today 10 June 2024

Medical Director of New Vision Insurance and Head of UNFPA Georgia Country Office stand together
Photo: Gela Bedianashvili/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი განაგრძობს თანამოაზრეთა წრის გაფართოებას ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის დასანერგად და ამ გზით, გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობას ქვეყანაში. 

6 ივნისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და  ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და კომპანია „ნიუ ვიჟენის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, გიორგი კევლიშვილმა.

Medical Director of New Vision Insurance and Head of UNFPA Georgia Country Office sign memorandum
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლობიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას. 

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ დაზღვევა მხარს დაუჭერს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში.