Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ახალგაზრდული ეროვნული ფორუმი გამართა

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ახალგაზრდული ეროვნული ფორუმი გამართა

News

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ახალგაზრდული ეროვნული ფორუმი გამართა

calendar_today 09 December 2016

2016 წლის 9 დეკემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოს“ პარტნიორობით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებმა კახეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაში მეტი ინვესტირების ადვოკატირება.

ფორუმის ძირითად სამუშაო თემებს წარმოადგენდა: ადრეული ქორწინება, მამაკაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ახალგაზრდების უფლებები და საჭიროებები, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით, და არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2016 წლის ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, რომლის ძირითადი თემაა მოზარდების, განსაკუთრებით კი, მოზარდი გოგონების განვითარებაში ინვესტირების მნიშვნელობა.

ახალგაზრდებთან სამუშაოდ მოწვეული იყვნენ სპიკერები და ფასილიტატორები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის: საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA); ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, წნორის საინიციატივო ჯგუფის ბაზაზე შექმნილი "სამოქალაქო ინიციატივა" და კამპანიში “კაცები ზრუნავენ“ ჩართული აქტივისტები. 

ფორუმის განმავლობაში ახალგაზრდებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელშიც ასახული იქნა ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები და ის ქმედებები, რაც სხვადასხვა დონეზე, მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თავად ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდების გასაძლიერებლად და გენდერული თანასწორობის მისაღწევად და უნდა განხორციელდეს.

ფორუმი გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიის ფარგლებში, ფორუმში მონაწილე ახალგაზრდები ასევე შეუერთდნენ „10 დღიანი აქტივიზმის კამპანიას“ რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამღლებას.