წელს პირველად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და კამპანია კაცები ზრუნავენ, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს შეუერთდა.

ბავშვებსა და მშობლებს "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ვუმასპინძლეთ. გაიმართა დათო გორგილაძისა და თათია ნადარეიშვილის ავტორობით შექმნილი საბავშვო წიგნის "ლუნა და ციცინათელების პლანეტა" კითხვა და ვორქშოფი. წიგნი, რომელიც გამოცემულია პალიტრა L-თან თანამშრომლობით, წაიკითხა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა, ხოლო ხატვის ვორქშოფს გაუძღვა ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი.



წარვადგინეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის ავტორების მიერ შექმნილი ზღაპრების კრებული "პატარა მამაცი გულები". ქართველმა მწერალმა, მინდია არაბულმა, თავისი ზღაპარი "გოჭები და ქათმები აბრეშუმის კაბებში" წაიკითხა, ხოლო დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა გიორგი ლიპარიშილმა კი ზღაპრის მიხედვით მომზადებული ვორქშოფი ჩაუტარა.
მე-11 პავილიონთან მდებარე ჯადოსნურ კარავში ორი საბავშვო თოჯინურ სპექტაკლი ჩავატარეთ. "ესმამ დაქოქა მანქანა" წარმოადგინა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა, ხოლო "ლუნა და ციცინატელების პლანეტა" კი - მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა.


ჩვენი სტენდის მასპინძელი იყო UNFPA Georgiaსა და კამპანიის #კაცებიზრუნავენ მეგობარი - მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სტუმრებს კი ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და ქართველი ილუსტრატორების: ანა ჩუბინიძის, ანა ჯანელიძის, გიო ჯინჭარაძის, ხატია ჩიტორელიძის, მაია აბაშიძის, მაია ხუტიაშვილის, მაშოლენდის, სოფო კირთაძის, სონია ელიაშვილის და თათია ნადარეიშვილის ღია ბარათები ელოდათ საჩუქრად.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა სტუმარს ჩვენს სტენდთან მოსვლისა და აქტივობებში მონაწილეობისთვის, წიგნის კითხვასა და ვორქშოფში ჩართულობისა და თოჯინურ სპექტაკლებზე დასწრებისთვის. ბავშვებისა და მათი მშობლების ინტერესი ჩვენი ღონისძიებების მიმართ მთელი დღის მანძილზე არ დამცხრალა. გვიხარია, რომ ჩვენი სტენდიც და ჯადოსნური კარავიც მუდმივად სტუმრებით იყო სავსე.



მადლობა ყველას, ვინც ეს დღე დაუვიწყარი გახადა: ჩვენი ღონისძიებების თითოეულ მონაწილეს, ჩვენს მოხალისეებს, მარნეულის კულტურის ცენტრისა და ახალციხის თოჯინური თეატრის დასებს. განსაკუთრებული მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის.