Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 25 წლის იუბილე მეგობრების კლუბის პრეზენტაციით აღნიშნა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 25 წლის იუბილე   მეგობრების კლუბის პრეზენტაციით აღნიშნა

News

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 25 წლის იუბილე მეგობრების კლუბის პრეზენტაციით აღნიშნა

calendar_today 15 February 2024

Team of the UNFPA Georgia Country Office
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

2024 წელი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისთვის საიუბილეო წელია. საქართველოში 25 წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, 15 თებერვალს, სასტუმრო “უინდემ გრანდ თბილისში” საიუბილეო ღონისძიება და მეგობრების კლუბის პრეზენტაცია გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ცისკარაშვილმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანის და საქართველოს ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ. მადლობის სიგელები გადაეცათ იმ უწყებებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც UNFPA-სთან თანამშრომლობით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მოსახლეობისა და განვითარების კაიროს საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიზნების მიღწევასა და პრიორიტეტების განხორციელებაში. 

საიუბილეო ღონისძიებაზე გაიმართა UNFPA-ის მეგობრების კლუბის პრეზენტაციაც. მეგობრების კლუბი UNFPA-ის საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანი ძალისხმევით ჩაერთვებიან ადვოკატირების საქმეში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც თითოეული ადამიანი, განსაკუთრებით ქალები და გოგოები,  შეძლებენ ისარგებლონ ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებებით, იცხოვრონ გენდერული ძალადობისა და საზიანო პრაქტიკისგან თავისუფალ და თანასწორ გარემოში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

UNFPA-ის საქართველოს ოფისი 1999 წელს გაიხსნა. უკვე 25 წელია, UNFPA-ის საქართველოს გუნდი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში, რათა ყველა ორსულობა იყოს სასურველი, ყველა მშობიარობა - უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი - რეალიზებული. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების და გენდერული თანასწორობის ადვოკატირებით და საჯარო პოლიტიკის და სისტემების გაძლიერებით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისთვის ბრძოლით, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერით, მოსახლეობის დინამიკის შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვებით, ანალიზით და ქვეყნის მდგრადი განვითარების დაგეგმვისათვის მათი გამოყენების ხელშეწყობით, UNFPA-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებაში.

UNFPA-ს საქართველოს გუნდი, თავის პარტნიორებთან: სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, აქტივისტებთან, ხელოვანებთან და სპორტსმენებთან ერთად, პირდაპირი გზით უწყობს ხელს ადამიანის ფუნდამეტური უფლებების რეალიზებას და აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანი, მისი უფლებები და არჩევანი მუდმივად იდგეს მდგრადი განვითარების ცენტრში.