Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2022 წ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2022 წ.

Statement

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2022 წ.

calendar_today 01 December 2022

World AIDs Day
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

8 მილიარდი ადამიანისთვის, რომელიც დღეს ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობს, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე თანაბარი წვდომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მოწოდება იმ ბარიერების აღმოფხვრისკენ, რომელიც უფლებებისა და არჩევანის თვალსაზრისით დისკრიმინაციას განაპირობებს, არსად არის უფრო გადამწყვეტი, ვიდრე აივ-ზე რეაგირებისას, ეს პროცესი კი, მრავალი გლობალური კრიზისის ფონზე, უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

დღეს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ ხელახლა უნდა ავიღოთ ვალდებულება თანასწორობის უზრუნველსაყოფად, გლობალური მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარ საფრთხესთან გასამკლავლებლად. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდა ჯანდაცვის სფეროში სტაბილური წინსვლის შედეგია, მიუღებელია, რომ პროგრესით გამოწვეული სიკეთე ესოდენარათანაბარად ნაწილდებოდეს.

შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ, შეგვიძლია, ვისაუბროთ მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ აივ-ის გავრცელების შეჩერებისა და მისი შედეგების შერბილების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, 2021 წელს 1,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა აივ ინფექციით, რაც სამჯერ აღემატება შეთანხმებულ გლობალურ სამიზნეს, რაც წელიწადში არაუმეტეს 500 000 ახალ შემთხვევას გულისხმობს.

გენდერული დისკრიმინაცია და ქალების სხეულის ავტონომიის შეზღუდვა, მათ შორის, თავის დასაცავად არჩევანის გაკეთებისას, ხსნის, თუ რატომ მოდის აივ-ის ახალი შემთხვევების 60 პროცენტზე მეტი სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში მცხოვრებ ქალებსა და გოგოებზე. ამ რეგიონში აივ ინფიცირებული მოზარდი გოგოებისა და ახალგაზრდა ქალების რაოდენობა სამჯერ აღემატება იმავე ასაკის აივ ინფიცირებულიბიჭებისა და კაცების რაოდენობას.

აივ-ით დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ადამიანები ხშირად აწყდებიან მრავალ უთანასწორობას, რაც მათ მოწყვლადობას აღრმავებს. სწორედ ამიტომ, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს აივ-ზე ინტეგრირებულ რეაგირებას. აღნიშნული მოიცავს არსებითი მომსახურებებისა და მარაგებისმიწოდებას, ასევე, მუშაობას უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღსაკვეთად და ყველა ადამიანის უფლებების რეალიზების ხელშესაწყობად.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) უერთდება საპროტესტო მოწოდებას „თანასწორობა!“ ის მხარს უჭერს სამყაროს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია დაიცვას თავი და დაიცვას თავი აივ-ისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან, მათ შორის, მას, ვინც ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს თავისუფლებით, უნდა გრძნობდეს თავს დაცულად და იყოს ინფორმირებული სხეულის ავტონომიის უფლების შესახებ. მათ უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებით, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა, სექსუალური ორიენტაციისა, სექსუალობისა თუ სექსუალური ქცევისა.

მიუხედავად იმისა, რომ აივ-ზე რეაგირების მიმართულებით, პროგრესი შესაძლოა შეფერხდეს, ჩვენ ვფლობთ წინსვლის ინსტრუმენტებს, მათ შორის, პრევენციისა და მკურნალობის ახალ ფორმებს. ახლა ამ შესაძლებლობების გამოყენების დროა, რაც მათი საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ამგვარად შევძლებთ, შევაჩეროთ აივ-ის შემდგომი გავრცელება. და შედეგად, მივიღებთ საზოგადოებებს, სადაც ყველა თანასწორი იქნება, სადაც ყველას ჯანმრთელობა და ღირსება იქნება დაცული.