Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება გაეროს ყოფილი გენერალური მდივანის, კოფი ანანის გარდაცვალების შესახებ

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება გაეროს ყოფილი გენერალური მდივანის, კოფი ანანის გარდაცვალების შესახებ

News

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება გაეროს ყოფილი გენერალური მდივანის, კოფი ანანის გარდაცვალების შესახებ

calendar_today 21 August 2018

მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა კოფი ანანის გარდაცვალების გამო. მან მთელი მისი სამაგალითო ცხოვრება  უფრო სამართლიან და მშვიდობიან სამყაროს შესაქმენლად შრომაში გაატარა,  სამყაროსი, რომელიც ადამიანის საყოველთაო უფლებებს გადაჯაჭვულ ჩვენს საერთო ჰუმანურ და ფუნდამენტურ ფასეულობებს ეფუძნება.

 ის ხელს უწყობდა დიალოგის წამოწყებას და მხარს უჭერდა აზრის, რწმენისა და მოქმედების მრავალფეროვნებას. ის იქცა შთაგონების წყაროდ ახალგაზრდებისთვის მთელს მსოფლიოში და უზრუნველყო მათი ლიდერებად ჩამოყალიბება.

როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ის იცავდა ქალთა და გოგონათა უფლებებს, ჯანმრთელობასა და ღირსებ. მა მიაჩნდა, რომ "განვითარებისთვის არ არსებობს ქალების გაძლიერებაზე უფრო ეფექტური საშუალება".

კოფი ანან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებ შესისხლხორცებული ჰქონდა. ის იყო მენტორი, მაგალითის მიმცემი და შთამაგონებელი უამრავი ადამიანისთვის, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში, ასევე მის გარეთ. მისი სახელი უკვდავია იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომელის ცხორებასაც ის შეეხო.

გაეროს მოსახლეობის ფონდის სახელით, გულწრფელად მინდა მივუსამძიმრო ნანეს და ანანების ოჯახს, განას მთავრობას და მოსახლეობას, და ყველა იმ ადამიანს მთელს მსოფლიოში, ვინც მის გარდაცვალებას გლოვობს.