Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ბოლაჯურის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

ბოლაჯურის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

News

ბოლაჯურის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

calendar_today 10 October 2023

A  boy and a girl reading a book
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

10 ოქტომბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და ბოლაჯურის საჯაროს სკოლას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

Writer Nene Kvinikadze holding a book, showing it to children
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„თანასწორობის კუთხის“ გახსნაში მონაწილეობა მიიღო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ. ამავდროულად, გაიმართა მოსწავლეების შეხვედრა ცნობილ ქართველ ავტორთან, ნესტან (ნენე) კვინიკაძესთან, რომელმაც ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. 

A bunch of people sitting in a circle
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

UNFPA-ის რიგით მეოცე „თანასწორობის კუთხე“ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში გაიხსნა პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.