Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: სოფიო ნათენაძე

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: სოფიო ნათენაძე

News

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: სოფიო ნათენაძე

calendar_today 04 August 2022

Სოფიო ნათენაძე, 16 წლის, ასპინძა
ფოტო: დინა ოგანოვა & ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი | UNFPA

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

Სოფიო ნათენაძე, 16 წლის, ასპინძა

ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. Მაგრამ ჩემი აქტიური მოხალისეობა დაიწყო პანდემიის დაწყებისთანავე, როცა სახლში დავსხედით ადამიანები და არ ვიცოდით რა გვეკეთებინა. დღეს ვარ ასპინძის “ახალგაზრდული იდეის” ფინანსური მენეჯერი. ერთ დროს ხელნაკეთი სამაჯურების, ყელსაბამების ონლაინ მაღაზიაც მქონდა. Ჩემი შემოსავლის წყარო იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს არ მაქვს დრო კარგი ნიმუშების შესაქმნელად. თავდაპირველად ახალგაზრდების პრობლემა ალბათ სოციუმში გამოსვლა და თავიანთი ადგილის დამკვიდრებაა. ფიქრობენ, რომ არ გამოუვათ, ეს მათი სფერო არ არის და უკან იხევენ. მეც მქონდა შემთხვევები, როცა მეგონა, საზოგადოებას ვერ მოვერგებოდი, მაგრამ პირიქით. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი არის წარმატებისკენ. ასპინძის “ახალგაზრდული იდეის” ფარგლებში ვატარებთ აქტივობებს. ახალგაზრდებმა წამოვჭერით ეს თემა რომ გვსურს სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის სკოლაში. პირადად მე და ჩემმა თანატოლებმა ჩავატარეთ უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა [გენდერულ თანასწორობაზე]. ახალგაზრდებს მიეცათ მოტივაცია, რომ თვითონაც იყვნენ პროექტებში ჩართული, მიიღონ შესაბამისი კომპეტენციები და უნარები, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. ახალგაზრდებმა შევძელით ის, რომ გაგვექატიურებინა სხვა დანარჩენი ახალგაზრდები. ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის ახალია და სურთ, რომ მიიღონ მონაწილეობა და უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი გარემო. უკეთესი იქნებოდა, თვითმმართველობამ და ადგილობრივმა მერიამ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და თავიანთი ფინანსური ან არამატერიალური მხარდაჭერით მისცენ ახალგაზრდებს და არაფორმალურ ორგანიზაციებს, საშუალება, სხვადასხვა პროექტი განახორციელონ. Ჩემი მთავარი რჩევაა, [ახალგაზრდები] ყვნენ მუდმივად აქტიურები და არ დაკარგონ მოტივაცია უკეთესი მომავლისკენ, იბრძოლონ თავიანთი სურვილებისთვის. ის მიზნები, რომლებიც მიუღწეველი მიაჩნიათ, ერთ დღეს შეიძლება ძალიან ახლოს აღმოჩნდეს, არ დანებდნენ, თვითშეფასება აიმაღლონ და არ გადააბიჯონ თავიანთ პრიორიტეტებს. მუდმივად ისწრაფონ იმისკენ, რაც სურთ, და განვითარდნენ. არასდროს შეწყვიტონ წინ სიარული. მინდა სწავლაც და პროფესიული საქმიანობაც საზღვარგარეთ გავაგრძელო, თუ ხელი შემეწყობა. შემდეგ მიღებული ცოდნა ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო და ახალგაზრდებს მივცე მოტივაცია, რომ უფრო აქტიურები იყვნენ და წარმატებისკენ ისწრაფონ. ახალგაზრდები ის ძალა ვართ, ვისაც შეგვიძლია ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ, ახლა ჩვენ მოვდივართ და ჩვენს ხელში იქნება გადაწყვეტილებები.

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.