Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდობის სააგენტომ და ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გამართა

ახალგაზრდობის სააგენტომ და ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გამართა

News

ახალგაზრდობის სააგენტომ და ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გამართა

calendar_today 13 August 2021

ფოტო: ირაკლი ძნელაძე / UNFPA Georgia

ახალგაზრდობის სააგენტოს კოორდინაციით, ახალგაზრდობის საკითხებზე გაეროს საკოორდინაციო ჯგუფის (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO, UNHCR), ევროკავშირის პროგრამა საქართველოში „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) მეორე ფაზის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის - „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ და ახალაგზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით 12 აგვისტოს, ბათუმში გურიის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ფარგლებში,  ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის მათი, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდების და საზოგადოების სრულფასოვანი წევრების განვითარების მხარდამჭერ ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას, სააგენტოს პრიორიტეტეტული მიმართულება ახალგაზრდების მონაწილეობრივი პოლიტიკის დანერგვაა. 
სწორედ ახალგაზრდობის მონაწილეობის უზრუნველყოფას ემსახურება სტრუქტურული დიალოგის პლატფორმის შექმნა, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების სახით, რომლიც 2020 წელს სააგენტომ „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის შექმნის პროცესი ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობისთვის გამოიყენა.
ხსენებული ფორუმების მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და თავად ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილეების მიღების პროცესში რომელიც მათ ეხებათ. ფორუმების თემატიკა წელს „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. ფორუმზე  ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარ თემატურ სამუშაო ჯგუფებში სტრატეგიაში ასახული 5 პრიორიტეტული მიმართულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამის კონკრეტული აქტივობები შეიმუშავეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  სტრატეგიის ყველა თემატური მიმართულებით ჩართულები არიან თემატური ექსპერტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სამუშაო ჯგუფთან ერთად და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

ფოტო: ირაკლი ძნელაძე / UNFPA Georgia

ფორუმის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა გამართა პარალელური ღონისძიება - კამპანია “აიღე კონტროლი საკუთარ ხელში, ჩაიტარე აივ ტესტირება” და ამ ეგიდით  მომზადებული ფოტოგამოფენა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ავტორობით.  გამოფენა ასახავს ახალგაზრდების მიერ აღქმულ რეალობას აივ ინფექციასთან და მასთან არსებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან საზოგადოებაში გავრცელებულ მითებთან დაკავშირებით.  კამპანია ხორციელდება UNFPA-ს  მიერ და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სწორი ინფორმაციის გავრცელებას, მცდარი დამოკიდებულებების შეცვლას და ჯანსაღი, სტიგმისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. 
ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციებს ახალგაზრდობის სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის სამოქმედო გეგმის საბოლოო დოკუმენტის შემუშავებისას გაითვალისიწნებს.
არსებული გეგმის თანახმად, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის მესამე კვარტლაში, რის შემდეგაც სტრატეგიის პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.