Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდები COVID-19-დან გამოსავლის ძიების სათავეებთან

ახალგაზრდები COVID-19-დან გამოსავლის ძიების სათავეებთან

News

ახალგაზრდები COVID-19-დან გამოსავლის ძიების სათავეებთან

calendar_today 11 August 2020

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორისნატალია კანემის განცხადება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღ გლობალური პანდემიის დროს აღნიშვნისას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ ახალგაზრდები თავიანთ თემებში პრობლემების გადაჭრას.

COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, ახალგაზრდები წინა ხაზზე არიან მობილიზებულნი მთელს მსოფლიოში. ისინი არიან ჯანდაცვის პროფესიონალები, აქტივისტები, ინოვატორები და სოციალური და სათემო მუშაკები.

პანდემიის დროს ახალგაზრდებისთვის ხმის მისაწვდენად და მათი ჩართულობის გასაზრდელად, აუცილებელია, გავუზიაროთ მათ ინფორმაცია, გავაქარწყლოთ დეზინფორმაცია და შესაბამისად აღვჭურვოთ ისინი, რათა მათ შეძლონ ზომების მიღება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ახალგაზრდების ლიდერობა და დავიცვათ მათი უფლებები.

UNFPA, გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, უსმენს რა ახალგაზრდების ხმას, მხარს უჭერს მათ მნიშვნელოვან მონაწილეობას ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს ახალგაზრდების ცხოვრებაზე.

გასულ კვირას, გაეროს მოსახლეობის ფონდმა გლობალური საუბრები #YouthAgainstCOVID19 წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნონ ვიდეოები, სადაც ისაუბრებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიანთი როლის შესახებ და გააზიარებენ მაგალითებს, თუ როგორ გაკვალეს ახალი გზა გლობალური გამოწვევის საპასუხოდ.

პანდემიის დამანგრეველ ეფექტებს შორისაა დასაქმებაზე, განათლებაზე და აუცილებელ სერვისებზე, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვა. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ახალგაზრდა საკუთარი უფლებებისა და არჩევანის ხელყოფის რისკის წინაშე დგას. ახალგაზრდა ქალები და გოგონები კი, ასეთ დროს, განსაკუთრებით დაუცველნი არიან.

მაშინ, როცა უკეთესი სამყაროს შექმნას ვცდილობთ, ჩვენს პრიორიტეტად სწორედ ახალგაზრდები უნდა ვაქციოთ, რათა მათ მიიღონ განათლება, უნარ-ჩვევები და  პოტენციალის სრული რელიზებისთვის საჭირო ყველა მომსახურება.

მოდით, თაობებმა ერთმანეთს დღესვე ჩავჭიდოთ ხელი, გავერთიანდეთ და შევებრძოლოთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვიმუშაო ახალგაზრდებთან ერთად და ასე შევქმნათ უფრო ინკლუზიური და მდგრადი მომავალი ყველასთვის.