Go Back Go Back
Go Back Go Back

ადამიანის უფლებების დაცვა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

ადამიანის უფლებების დაცვა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

Statement

ადამიანის უფლებების დაცვა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

calendar_today 10 December 2020

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით

 

ადამიანის უფლებები თანასწორი და განუყოფელი ყველა ადამიანისთვის, ხოლო მათი რეალიზება ნებისმიერი საზოგადოების ყველაზე სამართლიან და შინაარსიან მიზანს წარმოადგენს.

ადამიანის უფლებები უნივერსალური პრინციპებია, თუმცა როგორც ელენორ რუზველტმა ერთხელ შეგვახსენა, ისინი იწყება პატარა ადგილებში, სახლთან ახლოს…. თუ ეს უფლებებ იქ არაფერს არ ნიშნავს, ისინი მნიშვნელობას სხვა ადგილასაც მცირედით თუ შეიძენენ“.

ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ თუ ადამიანის უფლებების რეალიზება პატარა ადგილებში ვერ მოხდება, მაშინ ეს მარცხი გლობალურ მასშტაბებს შეიძენს.

ჩვენ კოვიდ-19-ის პანდემიამდეც დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ ეს ასე ხდებოდა, მაგრამ ვირუსმა გამადიდებელი შუშის ქვეშ დაგვანახა სტრუქტურული რასიზმი, გენდერული უთანასწორობა და ფეხმოკიდებული დისკრიმინაცია მთელს მსოფლიოში. როდესაც ვირუსმა ადამიანები სახლებში გამოკეტა, ხოლო ეკონომიკა და საზოგადოება შეაჩერა, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ქალებისა და გოგონების ადამიანის უფლებები კიდევ უფრო მეტად შელახული აღმოჩნდა.

იმის მიმანიშნებელი, თუ რამდენად უფრო მოწყვლადი შეიძლება გახდეს ბევრი ქალი და გოგონა, არის ის, რომ სწორედ ისინი აღმოჩნდნენ პირველები, ვინც უსაფრთხოების უფლებები დაკარგა, რადგანაც ოჯახში ძალადობის მაჩვენებლები ძალიან გაიზარდა. როდესაც ბავშვები სახლში დარჩნენ და ხალხი ავად გახდა, ქალებს კიდევ ახალი სახის არაანაზღაურებადი ზრუნვის ტვირთი დაემატათ, რამაც მათზე დაკისრებული საქმეების ისედაც უსამართლო წილი კიდევ უფრო გაზარდა. ჯანდაცვის სისტემების გადატვირთულობის გამო, შეიზღუდა რეპროდუქციული უფლებები, იქნებოდა ეს კონტრაცეფციაზე წვდომა, თუ უსაფრთხოდ მშობიარობა. მომავალში, სავარაუდოდ, ქამრების შემოჭერის და ბიუჯეტის შემცირების პოლიტიკა განხორციელდება, რამაც შეიძლება არაპროპორციული ზიანი მიაყენოს ეთნიკურ თუ რასობრივ უმცირესობებს და კიდევ უფრო შეამციროს სახელმწიფო სერვისები, რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

დღეს ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ვზეიმობთ, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღეს, ელეანორ რუზველტის ხელმძღვანელობით. წელს კი, ამდენი სირთულით სავსე წელიწადს, ჩვენ უნდა გავცეთ დაპირება, რომ  უკეთეს შედეგებს მივაღწევთ.

მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებების დაცვას, და არა მხოლოდ კანონებსა და დეკლარაციებში, ასევე ადამიანების ცხოვრებაშიც.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გამოაქვეყნამოწოდება მოქმედებისთვის ადამიანის უფლებების დასაცავად“, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ჩვენი ყოველი საქმიანობა გაჯერებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვის კულტურით“. გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის კი ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა უზრუნველვყოთ დისკრიმინაციის პრევენცია და აღმოფხვრა  ჩვენს ყველა საქმიანობაში, ასევე ხარისხიანი მომსახურებების მიწოდება, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ანგარიშვალდებულება.

ჩვენთვის, როგორც ინდივიდებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ხმა ავიმაღლოთ, რადგან ეს ჩვენი უფლებაა. და როცა ჩვენ ამის გაკეთება მარტო არ შეგვიძლია, მაშინ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ამისთვის, იმ ადამიანებს და ინსტიტუტებს მოვუწოდოთ, ვისაც კი უფლებები რეალიზების და  დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება.

მოდით, საზეიმოდ აღვნიშნოთ ეს და სხვა დღეები მომავალში. რუზველტის სიტყვებით: მომავალი სამყარო  ჩვენ უნდა შევქმნათ. ხვალინდელი დღე სწორედ რომ დღესაა“.