თქვენ აქ ხართ

სამშაბათს, 16 ივნისს, 15.30 საათზე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წარადგენენ კვლევას “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“.

კვლევა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შარშან ჩატარდა, წარმოაჩენს ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და 7 წლის მანძილზე ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს. კვლევის მიგნებები შედარებულია 2013 წელს განხორციელებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთან.

ღონისძიებას დაესწრებიან UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი; UNFPA-ის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე; შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი; და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილი.   

 

პანდემიის ფონზე შემოღებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია ონლაინ ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ მიჰყვეთ შემდეგ ბმულს.           

 

ღონისძიებაზე ფიზიკური დასწრება დაშვებულია მხოლოდ ჟურნალისტებისთვის:

სამშაბათს, 16 ივნისს, 15.30 საათზე, მწერალთა სახლში, ი. მაჩაბლის ქ. 13, თბილისი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org 

სალომე ბენიძე, UNFPA,+995 577 211 300,  benidze@unfpa.org

მარიამ ხოჭოლავა , UNFPA, +995 598 123033, khotcholava@unfpa.org