თქვენ აქ ხართ

დღეს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი მხარს უჭერს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი (ლგბტი) თემების წევრებს მთელს მსოფლიოში.

ყველა ადამიანს, მიუხედავად ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობისა, აქვს თანაბარი უფლება იცხოვროს ძალადობის, დევნის, დისკრიმინაციის და ნებისმიერი სახის სტიგმის გარეშე. ადამიანის უფლებები უნივერსალურია. კულტურული, რელიგიური და მორალური პრაქტიკა,  შეხედულებები და სოციალური დამოკიდებულება არ უნდა ამართლებდეს ადამიანის უფლებათა დარღვევას ნებისმიერი ჯგუფის, მათ შორის, ლგბტი პირების მიმართ.

გაეროს მოსახლეობის ფონდი მიესალმება ძალისხმევის გაძლიერებას ლგბტი ადამიანების უფლებების დასაცავად ბევრ ქვეყანაში, მაგრამ, ამავდროულად,  სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მსოფლიოში მილიონობით ლგბტი პირი, ისინი, ვინც ლგბტი პირებად  აღიქმებიან და მათი ოჯახის წევრები განიცდიან უფლებების შელახვასა და ძალადობას. ეს არის განგაშის მიზეზი და საჭიროებს  ქმედებას.

როგორც დამსაქმებელი, გაეროს მოსახლეობის ფონდი ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც ლგბტი თანამშრომლებს შეეძლებათ იმუშაონ პროდუქტიულად, მათი კოლეგების სრული მხარდაჭერითა და პატივისცემით.

გაეროს მოსახლეობის ფონდი მზად არის მხარი დაუჭიროს გაერთიანებული ერების წევრ სახელმწიფოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ლგბტი პირების წინაშე მდგარი მრავალი გამოწვევის აღმოფხვრისთვის მუშაობაში. როგორც გლობალურმა საზოგადოებამ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ლგბტი პირის ადამიანის უფლებებს, დავიცვათ ეს უფლებები და ხელი შევუწყოთ მათ რეალიზებას.