Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-იმ და „თეგეტა ჰოლდინგმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს

UNFPA-იმ და „თეგეტა ჰოლდინგმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს

News

UNFPA-იმ და „თეგეტა ჰოლდინგმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს

calendar_today 20 February 2025

Two female heads of Tegeta Holding and UNFPA shake hands, smiling
ფოტო: "თეგეტა ჰოლდინგი"

 20 თებერვალს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და  „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა მარიამ ხანმა და „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკატერინე ქავთარაძემ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, განაგრძონ თანამშრომლობა სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დასანერგად, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას,  შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლობიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას. 

„ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA), მოხარულნი ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა „თეგეტა ჰოლდინგთან“, კომპანიასთან, რომელიც მზად არის, გაატაროს პოზიტიური ცვლილებები ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკის დანერგვით სამუშაო ადგილას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით. ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება, ერთიან მოქმედებას მოითხოვს. ბიზნესთან პარტნიორობა, რომელიც თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აუცილებელია არსებითი ცვლილებებისთვის“ - UNFPA წარმომადგენელი თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორი აზერბაიჯანსა და საქართველოში, მარიამ ხანი.

„თეგეტა“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაზე. „თეგეტა“ პირველი კომპანიაა ბიზნესსექტორიდან, სადაც „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მხარდაჭერით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში „მამაკაცური საუბრების“ სატრენინგო მოდული მასშტაბური სახით დაინერგა.

„თეგეტასთვის თანამშრომლები ყველაზე ღირებული აქტივია. მათი უსაფრთხოება და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება კი - ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა UNFPA-სთან და ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული დისბალანსის შემცირებისა თუ ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. „თეგეტა“ პირველი კომპანიაა ქართულ ბიზნესსექტორში, რომელმაც, გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პროექტი „მამაკაცური საუბრები“ UNFPA-სთან თანამშრომლობით განახორციელა. დღევანდელი დღე არის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების ახალი ეტაპი და ის საშუალებას მოგვცემს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა კომპანიაში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ. UNFPA-სთან პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას, ეს პროცესი თანმიმდევრულად და ეფექტიანად გავაგრძელოთ“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, ეკატერინე ქავთარაძე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის პირველ მემორანდუმს 2022 წელს მოეწერა ხელი.