Go Back Go Back
Go Back Go Back

„იდეიდან მოქმედებამდე“ - ახალგაზრდული ინიციატივების წარდგენა რუსთავში

„იდეიდან მოქმედებამდე“ - ახალგაზრდული ინიციატივების წარდგენა რუსთავში

Story

„იდეიდან მოქმედებამდე“ - ახალგაზრდული ინიციატივების წარდგენა რუსთავში

calendar_today 06 მაისი 2025

A girl with long hair is standing in front of a bookshelf holding a book
მარიამ ხურციაშვილი. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNFPA

2 მაისს, რუსთავში, სოციალურ კაფე „პროფესიოში”, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რითიც  ერთგვარი დიალოგის სივრცე შეიქმნა ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების ირგვლივ ფართო დისკუსიისთვის. 

Several young women sitting together

ღონისძებაზე ახალგაზრდებმა ის ინიციატივები წარადგინეს, რომლებიც UNFPA-ის პარტნიორი ორგანიზაციის - „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მენტორებთან ერთად, 5-დღიანი ტრენინგის განმავლობაში შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით მოამზადეს.

“ამ პროექტმა ძალიან დიდი შესაძლებლობა მომცა, რომ ბევრი რამ გამეაზრებინა, უნარებიც გამეუმჯობესებინა და იმ სტერეოტიპების შესახებ მიმეღო ინფორმაცია, რაც დიდი ხანია მაწუხებდა, თუმცა არ ვიცოდი, როგორ შემეძლო მათთან გამკლავება” - ამბობს „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ მონაწილე, 16 წლის მარიამ ხურციაშვილი და დასძენს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი პროეტი იყო მისთვის, სადაც ბევრი ისეთი საკითხი შეისწავლა, რასაც თავის მომავალ საქმიანობაშიც გამოიყენებს. 

მარიამი აბიტურიენტია, სურს ჟურნალისტი გამოვიდეს და თვლის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება იმ სტერეოტიპების შესახებ, რაც ქალებსა და კაცებს ხელს უშლით თავიანთი ნებისა და უფლებების სრულად რეალიზებაში, მათ შორის, პროფესიის არჩევისას. მისი თქმით, ხშირია საზოგადოების მხრიდან შეფასებები, რომ “ეს გოგოს/ბიჭის საქმე არ არის”, რასაც თავად არ ეთანხმება და თვლის, რომ “თუ შენ რაღაც გსურს და ამის შესაძლებლობა მოგეცემა, აუცილებლად უნდა გააკეთო”. 

“ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ სტერეოტიპები მხოლოდ რომელიმე ერთ სქესს აზიანებს, მაგრამ რეალურად, ეს ყველა ჩვენგანზე აისახება: მოზარდებზეც, ახალგაზრდებზეც და ხანდაზმულებზეც. შეიძლება ბევრმა ვერ გაიაზროს, მაგრამ ეს ისევე აზიანებს კაცებს, როგორც ქალებს და ვფიქრობ, სტერეოტიპები თუ აღმოიფხვრება, ქვეყანაც უფრო განვითარდება” - ამბობს მარიამი. 

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მუშაობს მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, რათა შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ყველა ახალგაზრდის პოტენციალი სრულად რეალიზებულია, რისი მიღწევაც უშუალოდ მათი  ჩართულობითა და გაძლიერებით არის შესაძლებელი. 

A number of young women sitting in a row with an elder man with gray hair who is speaking

Two young women standing at a banner with the European Union, UNFPA and UN Women logos and a Georgian title of the programme: Gender Equality for Georgia

2024 წლის მონაცემებით, საქართველოში, ახალგაზრდები მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20% შეადგენენ, რომელთაგან დაახლოებით 40% ცხოვრობს სოფლად და რთულად მისადგომ თემებში. 

“როგორც მტკიცებულებები გვიჩვენებს, საჭირო ცოდნით და უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდები შეძლებენ უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და არჩევანი, და ამავდროულად წვლილი შეიტანონ დისკრიმინაციული სოციალური ნორმების ტრანსფორმაციაში. ეს ტრანსფორმაცია კი პირველ რიგში იწყება ადგილობრივ დონეზე. ინიციტივა "ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის" სწორედ ადგილობრივ ახალგაზრდებს აძლევს ასპარეზზს, რათა ​მცირე გუნდური პროექტების განხორცილეებით გახდნენ იმ ცვლილების შემოქმედნი, რომ​ლის ხილვაც თავად სურთ” - ამბობს UNFPA-ის პროგრამის მენეჯერი მარიკა ქურდაძე. 

A young women standing in front of a banner
მარიკა ქურდაძე. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNFPA

იმისათვის, რომ ხელი შეუყოს ახალგაზრდების განათლებას, გაძლიერებასა და ჩართულობას სოციალური ცვლილებების განხორციელებაში,  UNFPA, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში, ახორციელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ქვემო ქართლის რეგიონში.

An elder men with gray hair sitting with a bunch of young women

Two young women seen from the mirror which has a Georgian and European Union flags

5-დღიანი ტრენინგის განმავლობაში ახალგაზრდები იძენენ ცოდნას და უნარებს, რათა სათავეში ჩაუდგნენ ცვლილებებს და ამასთანავე, გახდნენ უკეთესი, მდგრადი, ინკლუზიური, თანასწორი და ტექნოლოგიური საზოგადოების მშენებლობის პროცესის მონაწილეები. 

“ევროკავშირი მათ გვერდით დგას, ვინც უფრო ინკლუზიური, გენდერულად თანასწორი საზოგადოებებისთვის იბრძვის.  გენდერული თანასწორობა ევროკავშირის მთავარი ღირებულებაა, ქალები და გოგოები კი - განვითარებისა და ცვლილებების მთავარი შემოქმედები. სწორედ ამიტომ, განვაგრძობთ ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერას საქართველოში. გვსურს, განვანათლოთ, გავაძლიეროთ და სოციალური ცვლილებების ცვლილებაში ჩართულობას შევუწყოთ ხელი” -  ამბობს ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ნიკოლას სენდროვიჩი. 

ინიციატივას “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” დღესდღეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჯამში 250-ზე მეტი მონაწილე ყავს. NCCE-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინა ხატისკაცი აღნიშნავს, რომ ის ახალგაზრდები, ვინც გაიაზრეს და შეიმეცნეს თანასწორობის საკითხები არა მხოლოდ პიროვნულად გაიზარდნენ, არამედ თავიანთ რეგიონებში სხვა ახალგაზრდების გაძლიერებასაც შეუწყვეს ხელი. 

“ასეთი პატარა პროექტები დიდ როლს თამაშობენ არა მხოლოდ ახალი თაობების გასაძლიერებლად, არამედ ხელს უწყობენ თაობათაშორისი დიალოგის შექმნას, რაც აუცილებელია ცვილებებისთვის” - ამბობს ხატისკაცი. 

Head of local civil-society organiztaion Nina Khatiskatsi standing and talking in front of a bookshelf
ნინა ხატისკაცი

ახალგაზრდებთან შეხვედრას შემდეგ, ,კაფე „პროფესიოში“, UNFPA-სა და ევროკავშირის ერთობლივი „თანასწორობის კუთხეც“ გაიხსნა.
UNFPA-ს საქართველოს ოფისი უკვე მრავალი წელია, აქტიურად იყენებს ინოვაციურ მიდგომებს, რათა უკეთ მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას და ამ გზით, სოციალურ ცვლილებებს შეუწყოს ხელი. ლიტერატურა სწორედ ის უნივერსალური ენაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის, ქალებისა და გოგოების გაძლიერებისა და სხვა ფუნდამენტური ღირებულებების შესახებ. 

“UNFPA-ში გვჯერა, რომ სანდო ინფორმაციასა და რესურსებზე წვდომა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უწყევეტი განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება 29-ე თანასწორების კუთხის გახსნა, ამჯერად რუსთავში, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ლიტერატიურის მეშვეობით გაეცნონ თანასწორობის ამბებს და იმსჯელონ იდეის მნიშვნელობაზე” - ამბობს მარიკა ქურდაძე. 

Two young women sitting together. One of them is talking

Two young women sitting together, while one of them is talking

“თანასწორობის კუთხე” მხოლოდ ბიბლიოთეკა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ იკითხონ წიგნები, იმსჯელონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, გაცვალონ იდეები და გამართონ სიღრმისეული საუბრები. რუსთავში გახსნილი “თანასწორობის კუთხე” რიგით 29-ეა საქართველოში.