Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს წარმომადგენლების შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან

გაეროს წარმომადგენლების შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან

News

გაეროს წარმომადგენლების შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან

calendar_today 04 October 2024

Four women standing together in front of a large logo of the health ministry and two flags of Georgia
ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UN

27 სექტემბერს, გაეროს მუდმივი კოორდინატორი, დიდიე ტღებიუკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ ბანძელაძე,  აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს შეხვდნენ. 

Three people sitting at a table
ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UN

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე  ისაუბრეს გაეროს ერთობლივი პროგრამის „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“, რომლის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს UNFPA-იმ და სამინისტრომ გასულ წელს მოაწერეს ხელი. სწორედ აჭარაში ხორციელდება პილოტური პროექტი, რომელიც შეფასების შემდეგ დაინერგება მთელ ქვეყანაში.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით, ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომების: ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დასანერგად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 

Two women sitting at a table
ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UN

პროგრამა ერთობლივად ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.