Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA, პლატფორმა “სალამთან” ერთად ქვემო ქართლში საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრაზე ზრუნავს

UNFPA, პლატფორმა “სალამთან” ერთად ქვემო ქართლში საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრაზე ზრუნავს

Story

UNFPA, პლატფორმა “სალამთან” ერთად ქვემო ქართლში საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრაზე ზრუნავს

calendar_today 30 მაისი 2025

A bunch of adolescents and youth are standing in front of a school with their hands up, smiling
ფოტოები: პლატფორმა "სალამი"

დები სონა და მეჰრიბან ნამაზოვები საქართველოში დაიბადნენ, რამდენიმე წელი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაატარეს, 6 წლის წინ სამშობლოში დაბრუნდნენ და მას შემდეგ სოფელ მუშევანში ცხოვრობენ. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს. ამ სოფლის მოსახლეობას ბევრი გამოწევა აქვს, მათ შორისაა, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები.

“აქ რომ ჩამოვედი, უცნაური იყო ჩემთვის, რომ ქალებს კაცებთან შედარებით ნაკლები უფლებები აქვთ, ოჯახში სიტყვაც კაცს უფრო ეთქმის” - ამბობს 15 წლის სონა, რომელსაც უნდა, პოლიციელი გახდეს. 

Two sisters from Kvemo Kartli region of Georgia are standing together in a field
სონა და მეჰრიბან ნამაზოვები. ფოტო: პლატფორმა "სალამი"

“ვისთანაც ამაზე ვლაპარაკობ, ყველა მეუბნება: შენ გოგო ხარ, რად გინდა პოლიციელობაო?” - დასძენს სონა, რომელსაც სურს, რომ ქალებსა და კაცებს შორის ყველგან დაცული იყოს თანასწორობა და ისინი ერთნაირი უფლებებით სარგებლობდნენ. 

მეჰრიბანიც ფიქრობს, რომ გოგოებისთვის რთულია თავისუფლად პროფესიის არჩევა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში სურს პროფესიული განათლების გაგრძელება და თანატოლებსაც ურჩევს, ისწავლონ, უარი თქვან ადრეულ ქორწინებაზე, არ გათხოვდნენ და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო სფეროში. 

ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში - საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ზღუდავს მათ მომავალ პერსპექტივებს. ბავშვობის ასაკში ქორწინება პრობლემაა მთელ ქვეყანაში. თუმცა, მისი გავრცელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებები. 

Three adolescent girls and a boy are sitting in a classroom in front of a window

A bunch of adolescents are sitting in a classrom

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოსა და მთელ მსოფლიოში იბრძვის ამ საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რათა მოზარდ გოგოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში და მიიღონ განათლება, არა მხოლოდ განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, არამედ მომავალშიც, როდესაც ისინი ზრდასრულ ქალებად ჩამოყალიბდებიან.

“გენდერული თანასწორობა ჩვენს თემში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, დიდ გამოწვევად რჩება, არსებული პატრიარქალური ნორმების ფონზე, რის გამოც, როგორც საზოგადოება, არც ისე თანასწორები ვართ” - ამბობს რაბილ ისმაილი პლატფორმა “სალამის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც სჯერა ცვლილებების.

პლატფორმა “სალამი” 2019 წლიდან მუშაობს ქვემო ქართლის რეგიონში ბოლნისის, გარდაბანისა და მარნეულის მუნიციოალიტეტებში ახალგაზრდებთან, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან და სხვა ჯგუფებთან, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და საზიანო პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. 

Several adolescent girls and boys are sitting in a room, discussing something

A man is showing something to a bunch of adolescents in a classroom

თავისი აქტივობებით, “სალამი” აძლიერებს ქალებსა და გოგოებს, ხმა აიმაღლონ ჩაგვრასა და დისკრიმინაციულ ნორმებზე და შეძლონ თავიანთი უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. ამავდროულად, ორგანიზაცია ხელს უწყობს თემში დიალოგს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის ერთმანეთის მიმართ ნდობითა და ურთიერთპატივისცემით. 

როგორც რაბილი ამბობს, მისი ორგანიზაციის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვასა და განვითარებული, თანასწორი და ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობაში. 

“გვექნება საშუალება, ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან გავაზიაროთ ის ღირებულებები, რაც გააძლიერებს საქართველოს” - აღნიშნავს რაბილი. მაისში მისმა ორგანიზაციამ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მოზარდ გოგოებთან და ბიჭებთან გამართა შეხვედრები სოფლად, მათ შორის, სოფელ მუშევანში, სადაც მოზარდი გოგოები და ბიჭები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ თანასწორობის არსსა და მნიშვნელობაზე მათი უკეთესი მომავლისთვის.  

ქვემო ქართლი ერთ-ერთია საქართველოს რეგიონებს შორის, სადაც UNFPA, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით, სათემო ორგანიზაციებს აძლიერებს. 

ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ვიზიტებიც ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებმაც ყველაზე უკეთ იცინ, რა გამოწვევების წინაშე დგანან მოზარდები და ახალგაზრდები მათ ირგვლივ არსებული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების ფონზე.

A young woman wearing black is standing in a field, smiling
ფარიზე ნაბიევა. ფოტო: პლატფორმა "სალამი"

“სალამის” წევრს, 22 წლის ფარიზე ნაბიევასაც სჯერა, რომ ახალ თაობებს აქვთ ძალა, შეცვალონ არსებული სოციალური ნორმები. 

“ისეთი ახალგაზრდები იზრდებიან, რომლებსაც უნდათ, რომ ისწავლონ, მიაღწიონ თვითგანვითარებას, გააკეთონ ახალი აღმოჩენები, რაც განათლების, დასაქმებისა და ჰარმონიულ ცხოვრებაში დასჭირდებათ” - ამბობს ის. 

A young woman wearing black is standing in front of adolescents in a classroom explaining something