კვლევა კაცები, ქალები და გენდერული თანასწორობა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, შვედეთის მხარდაჭერითა და ევროკავშირის კონტრიბუციით განხორციელდა.
კვლევის ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის დამოკიდებულებებს გენდერულ როლებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.
კვლევა საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, რაც 2024, 2019 და 2013 წლების მონაცემების შედარების შესაძლებლობას იძლევა. 2024 წლის კვლევა „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ განხორციელდა და ეფუძნება „კაცები და გენდერული ურთიერთობები (IMAGES)“ მეთოდოლოგიას.