Go Back Go Back
Go Back Go Back

გოგოების საერთაშორისო დღე

გოგოების საერთაშორისო დღე

Statement

გოგოების საერთაშორისო დღე

calendar_today 11 October 2024

An adolescent girl, standing outdoors, smiling
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა. 

გთავაზობთ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადებას:

მოზარდი გოგოები უკეთეს მომავალზე ოცნებობენ: მოდით, დავდგეთ მათ გვერდით - გზას ნუ გადავუღობავთ. 

ყველა გოგო ოცნებობს მომავალზე, ყველა გოგოს საკუთარი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რას უმზადებს მას ცხოვრება. მათ ოცნებებს მხარდაჭერა და მოფრთხილება სჭირდება იმ გზაზე, რომელსაც ისინი მოზარდობიდან ზრდასრულობამდე გადიან.

თუმცა, მილიონობით გოგოსთვის, მოზარდობის პერიოდი ის ხანაა, როდესაც მათ წინ ყველა კარი იხურება.
ზრდასრულობისკენ სავალი გარდამავალი გზა მოულოდნელად სრულდება, როდესაც ადრეული ორსულობა და გენდერული ძალადობა, მათ შორის, ისეტი საზიანო პრაქტიკები, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ართმევს მათ ადამიანის ძირითად უფლებებსა და არჩევანის თავისუფლებას. სიღარიბე, ხანგრძლივი კონფლიქტები და დაუცველობის შეგრძნება კიდევ უფრო ზრდის გოგოების წინაშე არსებულ რისკებს.

ყოველწლიურად, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრებ 15-19 წლის მოზარდ გოგოს შორის ორსულობის დაახლოებით 21 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება; აქედან თითქმის ნახევარი დაუგეგმავი ორსულობაა. ამ გოგოების უმრავლესობისთვის ეს არა მხოლოდ ცხოვრების შეზღუდვას, არამედ ერთბაშად შეწყვეტასაც ნიშნავს. ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებები მოზარდი გოგოების სიკვდილის გამომწვევ ერთ-ერთი წამყვან მიზეზს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში.

გასულ თვეში, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს გლობალურ პაქტს, რომელიც მოიცავს გენდერული უთანასწორობის შემცირებისა და ამგვარი უთანასწორობით გამოწვეული იმ დანაშაულების აღკვეთის ვალდებულებას, რიმლებიც გოგოების მისწრაფებებს ეღობება წინ. მათ აღიარეს, რომ ჩვენი საერთო მომავალი - მშვიდობა და კეთილდღეობა - დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ მოზარდი გოგოები თავიანთი უფლებებისა და პოტენციალის რეალიზებას.

როცა მოზარდი გოგოები ჯანმრთელები და განათლებულები არიან, საკუთარი ნათელი მომავლის შენების უნარებსა და შესაძლებლობებზე მიუწვდებათ ხელი, მათ და, ასევე, მათ შვილებს - თუ ისინი გადაწყვეტენ, ზრდასრულ ასაკში იყოლიონ შვილები - უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევათ.

600 მილიონი მოზარდი გოგო ძლიერ პოტენციალს ქმნის - როგორც პირადი, ასევე მათივე საზოგადოებების მომავლისა და მთლიანად კაცობრიობის ტრანსფორმაციისთვის.

დღეს, აღვნიშნავთ რა გოგოების საერთაშორისო დღეს, (და არა მხოლოდ დღეს) მოდით, ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ყველა იმ ბარიერის გადალახვისკენ, რომლებიც ხელს უშლის მოზარდ გოგონებს თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებაში და გავიზიაროთ მათი სწრაფვა საკუთარი უფლების დასაცავად, მივცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობიან მსოფლიოში და თავად აირჩიონ საკუთარი ცხოვრების გზა. 

მოზარდ გოგოებს მომავლის მკაფიო ხედვა გააჩნიათ. მოდით, დავეხმაროთ მათ; დავდგეთ მათ გვერდით - გზას ნუ გადავუღობავთ.