Go Back Go Back
Go Back Go Back

გოგოების დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „გისურვებ“

გოგოების დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „გისურვებ“

News

გოგოების დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „გისურვებ“

calendar_today 12 October 2024

A bunch of people standing in a circle at a photo wxhibition listening to the Head of UNFPA Georgia Country Office, Mariam Bandzeladze, speaking in a microphone
ფოტოები: ვლადიმერ ვალიშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის #UNFPA ინიციატივით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა „გისურვებ“ გაიმართა. 

Two women standing at a microphone, while two others are listening

A women and her daughter standing at a wall near their large photo

11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნით, ხაზს ვუსვამთ გოგოების უფლებებს და იმ უნიკალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც. 

Five people, including one men standing at a wall

მოზარდ გოგოებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში და ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, არა მხოლოდ განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, არამედ მომავალშიც, როდესაც ისინი ზრდასრულ ქალებად ჩამოყალიბდებიან. თუმცა, ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში - საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ზღუდავს მათ მომავალ პერსპექტივებს.

A woman and her daughter standing at a wall, holding their photo, while a man is photographing them

A man is giving an interview to Euronews Georgia crew during a photo exhibition

გამოფენა 10 ოქტომბერს, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესის მშობლის ფოტოისტორია, რომელსაც გოგო შვილი/შვილიშვილი ჰყავს. ყველას აერთიანებს სურვილი, ხმა აიმაღლონ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ და დაგმონ ეს საზიანო პრაქტიკა, რომელიც გოგოებს უტოვებს ტრავმას, ართმევს ბავშვობას და შესაძლებლობას, ისწავლონ, ითამაშონ, იოცნებონ და გაეცნონ სამყაროს.