Go Back Go Back
Go Back Go Back

ევროკავშირის მხარდაჭერით, UNFPA-მ ახალციხეში “თანასწორობის კუთხე” გახსნა

ევროკავშირის მხარდაჭერით, UNFPA-მ ახალციხეში “თანასწორობის კუთხე” გახსნა

Story

ევროკავშირის მხარდაჭერით, UNFPA-მ ახალციხეში “თანასწორობის კუთხე” გახსნა

calendar_today 08 April 2025

An adolescent boy and a girl holding books in front of a bookshelf
ფოტოები: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

3 აპრილს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალციხეში “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა და დემოკრატ ქალთა საზოგადოებას 100-მდე წიგნი გადაეცა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

Young girls standing at a bookshelf, holding a book

“ახალციხე ძალიან პატარა ქალაქია. ახალგაზრდებს, ჩვენს რეგიონში, არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სკოლის გარეთ მიიღონ ცოდნა თანასწორობის ან სტერეოტიპებთან ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ,” - ამბობს 16 წლის საბა ზედგინიძე.

მისი აზრით, ქალაქში “თანასწორობის კუთხის” გახსნა დაეხმარება მოზარდებს და ახალგაზრდებს პერსონალურ და აკადემიურ განვითარებაში. 

An adolescent boy maned Saba Zedginidze is standing at a bookshelf
საბა ზედგინიძე. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ღონისძიებაზე გაიმართა ინტერაქციული დისკუსია იმაზე, თუ როგორ აძლიერებენ ევროკავშირი და გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში მოზარდებსა და ახალგაზრდებს და როგორ უმკლავდებიან ისინი სოციალურ ნორმებსა და სტერეოტიპებს. შეხვედრის შემდეგ კი მოზარდებმა და ახალგარზდებმა, ელჩთან ერთად ითამაშეს UNFPA-ს ინიციატივით, ევროკავშირისა და პალიტრა L-ის მხარდაღერით შექმნილი სამაგიდო თამაში “პერსონა”. 

"ახალგაზრდები და ქალები სოციალური ცვლილებების სათავეში დგანან, ამიტომაც, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მსგავსი ინიციატივები, მათთვის უსაფრთხო სივრცეს წარმოადგენს და აძლიერებს ახალგაზრდებს, შექმნან კიდევ უფრო თანასწორი მომავალი” - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მოზარდებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას. 

A bunch of people sitting in front of a bookshelf, talking

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერი მარიკა ქურდაძეც აღნიშნავს, რომ UNFPA-თვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინფორმაციით და საჭირო უნარებით აღჭურვა, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, საკუთარი მომავლის და კეთილდღეობის შესახებ. 

“ღრმად გვწამს, რომ ლიტერატურა, რომელიც თანასწორობის და თავისუფლების ამბებს მოგვითხრობს, ის უნივერსალური რესურსია, რომელიც ახალგაზრდების თანამგზავრად იქცევა მათი განვითარებისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამ მისიას ემსახურება დღევანდელი თანასწორობის კუთხის გახსნა, ევროკავშირის და გამომცემლობა პალიტრა L-ის მხარდაჭერით და ნათელი მაგალითია საზოგადოებრივი და კერძო სექტორის მყარი თანამშრომლობის” - ამბობს მარიკა. 

Member of UNFPA Georgia Country Office Marika Kurdadze sitting at a bookshelf
მარიკა ქურდაძე. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ახალციხეში გახსნილი “თანასწორობის კუთხე” რიგით 28-ეა საქართველოში და გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სამმხრივი თანამშრომლობის ძლიერ მაგალითს წარმოადგენს.

“თანასწორობის კუთხე” მხოლოდ ბიბლიოთეკა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ იკითხონ წიგნები, იმსჯელონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, გაცვალონ იდეები და გამართონ სიღრმისეული საუბრები.

“ჩვენი გამომცემლობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და ღირებული  ინიციატივაა  „თანასწორობის კუთხეების“ მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რადგან წიგნი ადამიანებისთვის არამარტო ინფორმაციის წყარო, არამედ ღრმა კულტურული, ემოციური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. გამომცემლობა დაარსების დღიდან ცდილობის საქართველოს ნებისმიერ წერტილში წიგნზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს და თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა იკითხოს მისთვის სასურველი ლიტერატურა” - ამბობს გამომცემლობა პალიტრა L-ის მარკეტინგის მენეჯერი, თაკო ცირეკიძე.

“ჩვენი და UNFPA-ს თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს სამომავლოდ კიდევ ბევრი კარგი პროექტის მხარდაჭერას შევძლებთ” - დასძენს ის.

Several young women sitting together, smiling

დემოკრატ ქალთა ასოციაციის დირექტორის, ნანა გელაშვილის თქმით, მისი ორგანიზაცია, მუდამ მზად არის, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, ხელი შეუწყოს მათ გაძლიერებასა და ცვლილებების აქტორებად ჩამოყალიბებას. 

“თანასწორობის კუთხე” არის შესაძლებლობა ახალციხესა და ზოგადად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას, შეიკრიბონ, გამართონ დისკუსიები, იმსჯელონ, დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები, ერთმანეთში გაცვალონ იდეები და მიიღონ სწორი ინფორმაცია თანასწორობისა და სხვა უნივერსალური ღირებულებების შესახებ” - აღნიშნავს ის. 

An adolescent girl standing at a window
ნინო გოგოლაური. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

15 წლის ნინო გოგოლაური ქალაქ ახალციხედან ერთ-ერთია, ვინც “თანასწორობის კუთხის” გახსნას დაესწრო და სამაგიდო თამაში “პერსონაც” ითამაშა. 

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დავესწარი. ძალიან მომეწონა ელჩთან შეხვედრა და კომუნიკაცია. მინდა, ასეთი ღონისძიებები ხშირად იყოს ჩვენს ქალაქში, რადგან ეს ხელს გვიწყობს ახალგაზრდებს, გვქონდეს მეტი ცოდნა, რაც მომავალში აუცილებლად დაგვეხმარება” - ამბობს ნინო და დასძნს, რომ “თანასწორობის კუთხეს” ხშირად ეწვევა წიგნების წასაკითხად. 

ნინოს თქმით, მის ირგვლივ უამრავი სტერეოტიპია და ცდილობს, მათთან გამკლავებისას სიმშვიდე შეინარჩუნოს: “სტერეოტიპები ყოველთვის იყო, არის და შეიძლება კვლავაც იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მათი ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ”. 

EU Ambassador playing a board game "Person" with adolescents

გაეროს მოსახლეობის ფონდი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2018 წლიდან ხსნის “თანასწორობის კუთხეებს” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა სკოლებში, ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ლიტერატურაზე.

წიგნები, რომლებიც “თანასწორობის კუთხეებს” გადაეცემა, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალურ ღირებულებებთან დაკავშირებით.

Adolescents playing board game together

ღონისძიება გაიმართა პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.