Go Back Go Back
Go Back Go Back

“ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, მიიღონ საშუალო განათლება” - ადრეული ქორწინება ტრადიცია არ არის

“ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, მიიღონ საშუალო განათლება” - ადრეული ქორწინება ტრადიცია არ არის

Story

“ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, მიიღონ საშუალო განათლება” - ადრეული ქორწინება ტრადიცია არ არის

calendar_today 04 June 2025

A Muslim woman sitting and reading
ფოტოები: დინა ოგანოვა/UNFPA

“ჩვენს ქადაგებებში ყოველთვის მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომ თავი შეიკავონ ნაადრევი ქორწინებისგან და კანონმდებლობით განსაზღვრულ, ამავდროულად ფიზიოლოგიურად, ფიზიკურად ჩამოყალიბებულ ეტაპზე, შეასრულონ ეს ვალდებულება” - ამბობს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი, ადამ შანთაძე. 

მისი თქმით, ყველა რელიგიაში და, მათ შორის, ისლამშიც, ქორწინება, ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც პიროვნება მიაღწევს მოწიფულობის ასაკს, მას რელიგიურად ნება ეძლევათ, რომ იქორწინოს.

A Mufti of Georgia wearing white clothes
ადამ შანთაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ადრეული ქორწინება ორი ადამიანის კავშირია, სადაც, ერთი მათგანი მაინც 18 წელს არის მიუღწეველი. იმის გამო, რომ 18 წლამდე პირი ჯერ კიდევ ბავშვია, იგულისხმება, რომ მას გააზრებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. 

A Muslim woman sitting on a floor reading a book

Four Muslim men sitting on a floor. One of them is holding a book which is open

A close up to a book and a hand of allegedly a Muslim woman

თუმცა, მიუხედავად ამისა, ადრეულ ანუ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ღრმად ფესვგადგმული სოციალური ნორმების ფონზე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, საფრთხეს უქმნის გოგოების ჯანმრთელობას და რიგ შემთხვევებში, მათ სიცოცხლესაც. 

“ისლამის უპირველესი ვალდებულება და მოვალეობა არის ცოდნა-განათლება, რომელიც ავალდებულებს ორივე სქესს - მდედრობითსაც და მამრობითსაც, რომ შეიძინონ ცოდნა, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ უნდა ისწავლონ სკოლაში და მიიღონ საშუალო განათლება” - ამბობს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის მოადგილე, რეზო მიქელაძე. 

მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ვიდრე არ დაასრულებს მოზარდი სკოლას, არ შეიძლება დაქორწინდეს, რადგან ამით შეწყვეტს იმ ვალდებულების შესრულებას, რასაც სწავლა-განათლება ჰქვია. 

A Deputy Mufti Rezo Mikeladze wearing white clothes and a hat is standing in Batumi Mosque
რეზო მიქელაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

“ჩვენს ტრადიციაში, ადრეული ქორწინება არ არის სწორი. ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ადამიანებმა არა მარტო საბაზისო, არამედ შემდგომ საფეხურზეც გააგრძელონ განათლების ძიება, შეძენა და ამის შემდეგ დაქორწინდნენ” - აღნიშნავს რეზო მიქელაძე.

როგორც ის ამბობს, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ის უმთავრესი ფუნდამენტი რაც გულისხმობს ოჯახის შექმნას, გაცნობიერებულად მოხდეს:

“საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გარეშე, მხოლოდ კანონები ვერ დაარეგულირებს ამ სიტუაციას”.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), პარტნიორებთან ერთად, მუშაობს ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის წინააღმდეგ, რათა მოზარდ გოგოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, მიიღონ განათლება, ითამაშონ, იოცნებონ, და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ზრდასრულ ქალებად ჩამოყალიბდებიან. 

A close up to hands and part of body of a Muslim woman sitting on the floor

A bunch of Muslim men sitting on the floor of a Mosque

A kid wearing a hat is looking down to men sitting on the floor of a Mosque

2016 წლიდან, UNFPA, ორგანიზაცია „21-ე საუკუნესთან” თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალებისა და გოგოების მიმართ საზიანო პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოში. 

“რელიგიური ლიდერები თავიანთ თემში ძალიან დიდი ნდობითა და გავლენით სარგებლობენ. მათი მზაობა, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, იმუშაონ ახალგაზრდებთან და მათ ოჯახებთან, ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია“ - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროექტის ანალიტიკოსი, ეთერ ნოღაიდელი. 

ადრეული ქორწინება გოგოებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის მათ ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლების მიღებაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ. სწორედ ამიტომ, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა ჯგუფთან თანამშრომლობა, მათ შორის, რელიგიურ ლიდერებთან, რომლებსაც, თავიანთი მოზღვრებისა და სწავლებების გზით, რეალური ცვლილების მოხდენა შუძლიათ.

Muslim men standing outside the Mosque, praying

A Muslim men wearing a hat and holding a bead

A Mosque in Batumi in a cloudy day

მასალა მომზადდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.