Photos
16 ნივთით ნაამბობი ძალადობის ისტორიები
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიისთვის გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) 16 ფოტო - 16 არტეფაქტი შეაგროვა, რომელთა საშუალებითაც ძალადობის ამსახველ რეალურ შემთხვევებზე გიამბობთ. © UNFPA იემენი
“მას შემდეგ, რაც მეუღლემ მცემა, საკუთარი კბილებიდან მხოლოდ ეს დამრჩა,“ ამბობს ამირა იემენიდან. ქმარმა მას კბილები ცოცხით ჩაუმსხვრია. ამირა ჩამსხვრეულ კბილებს სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებად ინახავს. © UNFPA იემენი
ეს სონისეიზე ძალადობის კვალია ბაღში, ადგილი, საიდანაც მან თავის დაღწევა შეძლო. მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს გამოუცდია ძალადობა. © UNFPA კამბოჯა/Sophanara Penn
ქალთა გენიტალიების დასახიჩრებისა და ადრეული / ბავშვობის ასაკში ქორწინების ტრადიციული პრაქტიკა ზიანის მომტანია. სურათზე ჩანს მჭრელი საგანი, რომელიც სომალიაში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების მიზნით გამოიყენეს. © UNFPA/Georgina Goodwin
ზამბიაში, 14 წლის მირიამი, 78 წლის მამაკაცზე დაქორწინების შემდეგ, საკონსულტაციო ცენტრს ეწვია. "მან წამიყვანა თავის სახლში, გამაშიშვლა და მაიძულა მასთან დავწოლილიყავი,“ - ამბობს მირიამი. ფოტო: ზამბიის ახალგაზრდა ქრისტიან ქალთა ასოციაცია და UNFPA
ტატიანას ოჯახი უკრაინაში ქმრის მხრიდან ძალადობისგან იტანჯებოდა. ახლა მეუღლე წასულია, თუმცა ტატიანა და მისი ექვსი შვილი კვლავ ცდილობენ ცხოვრება თავიდან დაიწყონ. "ბავშვები - მე მათთვის ვცხოვრობ", - ამბობს ტატიანა. © UNFPA უკრაინა / Maks Levin
მართას, ზამბიაში, პირველადი დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც საკუთარი მეუღლე დაესხა თავს. "როგორც მან თქვა, რომ არ გაქცეულიყო, მოკლავდნენ", - ამბობს თავშესაფრის კონულტანტი. ფოტო ზამბიის ახალგაზრდა ქრისტიან ქალთა ასოციაცია და UNFPA
იორდანიაში, გაუპატიურების შემდეგ, ქალმა სწორედ ამ კლინიკაში მიიღო სამედიცინო დახმარება. „მას მოძალადე საწოლისკენ უბიძგებდა და მის დახრჩობას ცდილობდა", - თქვა მისმა მკურნალმა ექიმმა © UNFPA იორდანია / Elspeth Dehnert
ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს, მათ შორისაა ფსიქოლოგიური ძალადობა. ბოლივიაში, კარმენი თავისი შეყვარებულისგან მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას უნივერსიტეტის საპირფარეშოებში, მათ შორის ამ საპირფარეშოში, ემალებოდა. © UNFPA ბოლივია / ფოკუსი
ეკონომიკური ზიანის მიყენება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც გოგონები სასოწარკვეთამდე მიჰყავს. ნიკარაგუაში მოსამართლემ სოფიას მამის წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი, რადგან მან სოფიას ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი თქვა. © UNFPA Nicaragua/Joaquín Zuñiga
“ჩვენმა ძმებმა 20 წელი ბნელ ოთახში გვამყოფეს,“ 9 წლის ასაკიდან ბალქისი და მისი და იემენში ამ ოთახში იყვნენ გამომწყვდეულები, რადგან მისი ძები მიიჩნევდნენ, რომ მათი საზოგადოებაში გამოჩენა ოჯახისთვის სამარცხვინო იქნებოდა. © UNFPA იემენი
ძალადობა თაობიდან თაობაზე გადადის. 6 წლის,ომარი, მაროკოში, მამის ძალადობისგან დედის დაცვას ცდილობდა, როდესაც სათამაშო პიანინო გაუტყდა,“მე ჩემი შვილებისთვის უკეთესი მომავალი მინდა, არ მინდა მათ ცხოვრება დაენგრეთ,“ თქვა დედამ. © UNFPA მაროკო
ჰუმანიტარული კრიზისის დროს ძირითადი სამიზნეები ქალები ხდებიან. 22 წლის ზეინაბს, ნიგერიაში შეშის შეგროვებისას, თავს ბოკო ჰარამის მებრძოლი დაესხა. ქალებს აუპატიურებენ, იტაცებენ და კლავენ შეშის შეგროვებისას. ეს ზეინაბის შეშაა. © UNFPA ნიგერია
ბანგალდეშში, ბანაკში, ლტოლვილმა ქალმა უარი განაცხადა ამ შემოწირულ ტანსაცმელზე, რადგან ეს ტანსაცმელი არ არის საკმარისად მოკრძალებული და არასასურველ ყურადღებას გამოიწვევს. © UNFPA Bangladesh/Veronica Pedrosa
რაიას მამა, შვილის გაუპატიურებამდე, რაიას საწოლზე დასაბმელად ამ თოკს იყენებდა. ჰუმანიტარული კრიზისის დროს დაცვის სისტემები იმსხვრევა, ასევე მოხდა იემენში კონფლიქტისას, სადაც ქაოსმა და უკიდურესმა სტრესმა ხელი შეუწყო ძალადობის გაზრდას. © UNFPA იემენი
კაცებმა და ბიჭებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ძალადობის დასრულებაში. რი, კამბოჯადან, ამ სახლში, ძალადობდა თავის მეუღლეზე. მაგრამ შემდეგ ის შეუერთდა „კარგი მამაკაცების კამპანიას“, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. © UNFPA კამბოჯა / Sophanara Pen
აუცილებელია ამ ამბების დღის სინათლეზე გამოტანა. ბელარუსში, ოჯახში ძალადობას გადარჩენილმა ქალმა, არტთერაპიის კლასში ეს ყვავილი დახატა. „მზად ცხოვრებისათვის“ - ასეთია კლასის თემა. © UNFPA Belarus/Dina Ermolenko