თქვენ აქ ხართ

სიახლეები

აივ/სგგი კომპლექსური პროგრამების განხორციელება მამაკაცებისთვის, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან

პუბლიკაციები

მოცემული ინსტრუმენტი შეიქმნა იმ მიზნით, რომ გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუშაკებისა და აივ/სგგი პროგრამების მენეჯერების მიერ; არასამთავრობო, მათ შორის სათემო და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ; და ასევე ჯანდაცვის მუშაკების მიერ. ის ასევე შეიძლება საინტერესო იყოს საერთაშორისო დამფინანსებელი სააგენტოებისათვის, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებისა და ადვოკატებისათვის. მისი დანიშნულებაა, მოიცვას ინტერვენციების განხორციელება აივ-სერვისების სრული კონტინუუმიდან, სადაც შედის პრევენცია, მკურნალობა, მოვლა და მხარდაჭერა.

სრული მიმოხილვა

ჯანმრთელობა უფლებები და კეთილდღეობა

პუბლიკაციები

აივ ინფექციის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამების პრაქტიკული სახელმძღვანელო ახალგაზრდების მაღალი რისკის ჯგუფებში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. 

სრული მიმოხილვა

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკები საქართველოში

პუბლიკაციები

კვლევის მიზანია, გამოავლინოს, თუ რას ეფუძნება საქართველოში ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინების და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/კვეთის მიმართ არსებული დამოკიდებულებები, ნორმები და პრაქტიკა და გამოკვეთოს ის რისკები და შესაძლებლობები, რომელიც თან ახლავს ამ პრობლემის გადაჭრას. 

წინამდებარე ანგარიში მომზადდა პარტნიორების მხარდაჭერით: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა.
 
 

სრული მიმოხილვა

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენცია

პუბლიკაციები

საკომუნიკაციო სახელმძღვანელო სერვისის მიმწოდებლებისა და ექიმებისათვის

სრული მიმოხილვა

ნუ განასხვავებ შვილებს, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია!

პუბლიკაციები

გამოცემა მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

სრული მიმოხილვა

ადრეული / ბავშვობის ასაკში ქორწინება

პუბლიკაციები

ბუკლეტში მოცემული ინფორმაცია პასუხს სცემს კითხვებს ადრეული / ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: ვინ ითვლება ბავშვად? რა არის ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება? რა სამართლებრივი რეგულაციები არსებობს ამ საკითხის
ირგვლივ? ბუკლეტში ასევე საუბარია ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამომწვევ მიზეზებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
 
ბუკლეტის მიზანია მოზარდებსა და მათ მშობლებს მიაწოდოს ძირითადი ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.

სრული მიმოხილვა

დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ტენდენციები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა

პუბლიკაციები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი წარმოგიდგენთ  2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილ მონოგრაფიას სახელწოდებით: დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ტენდენციები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა.

2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით წინმდებარე მონოგრაფია განიხილავს საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დარღვევებთან დაკავშირებული ტენდენციებს, მის განმაპირობებელ ფაქტორებს და გენდერულ ჭრილში აანალიზებს ოჯახების შექმნის თანმდევ რეპროდუქციულ ქცევას. 

წინამდებარე მონოგრაფია ეფუძნება საქართველოსა და საფრანგეთში წარმოებულ კვლევით სამუშაოებს. მონოგრაფიის პირველი ავტორი - ქრისტოფ ზ. გილმოტო - უმთავრესად პასუხისმგებელია დემოგრაფიულ ანალიზზე, ხოლო მეორე ავტორი - სარა ტაფურო - კახეთის რეგიონში ჩატარებული კვლევის წარმოებასა და აღნიშნული კვლევის შედეგების ანალიზზე. 

წინამდებარე მონოგრაფიაში შესულია ინფორმაცია მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მოიცვა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერამ. 

სრული მიმოხილვა

ახალგაზრდები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა

პუბლიკაციები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი წარმოგიდგენთ  2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილ მონოგრაფიას სახელწოდებით: ახალგაზრდები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა.

2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებობის საშუალებათა წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით მონოგრაფია "ახალგაზრდები საქართველოში" შეისწავლის საქართველოში ახალგაზრდების მდგომარეობას და ავლენს მათ წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. 

სრული მიმოხილვა

მოსახლეობის დინამიკა საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა

პუბლიკაციები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი წარმოგიდგენთ  2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილ მონოგრაფიას სახელწოდებით: მოსახლეობის დინამიკა საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა.

2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით და გადაანგარიშების მეთოდის გამოყენებით, წინმდებარე მონოგრაფიაში შეფასებულია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნების ზრდის, ქორწინების, შობადობის, მოკვდაობის, ასევე ურბანიზაციის, შიდა და გარე მიგრაციის სტატისტიკა და  წარმოდგენილია მოსახლეობის დინამიკის განახლებული ხედვა. 

სრული მიმოხილვა

მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა

პუბლიკაციები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურსა (საქსტატი) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს აქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილი მონოგრაფია სახელწოდებით: მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში.

2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. წინამდებარე მონოგრაფია იყენებს რა 2014 წლის აღწერის შედეგებს, შეისწავლის ზემოაღნიშნულ პროცესებს მოსახლეობის დაბერების ჭრილში და ავლენს ხანდაზმულთა სიტუაციას ქვეყანაში. 

სრული მიმოხილვა

გვერდები