თქვენ აქ ხართ

სიახლეები

Doctor's Hour publication cover

ექიმის საათი

პუბლიკაციები

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია 48 საგაკვეთილო სცენარი, თითო კლასზე გათვალისწინებულია რვა საგაკვეთილო შეხვედრა.

სრული მიმოხილვა

პუბლიკაცია "ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმოხილვა საქართველოში"

ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმოხილვა საქართველოში

პუბლიკაციები

ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმოხილვა საქართველოში ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმოხილვისა და შეფასების UNESCO-ს ინსტრუმენტის (SERAT) მიხედვით

სრული მიმოხილვა

COVER PAGE

ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები - სპეციალური ანგარიში

პუბლიკაციები

ადრეული/ბავშვთა ქორწინება არის ადამიანის უფლებების დარღვევა და მავნე პრაქტიკა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალებსა და გოგოებზე და ხელს უშლის მათ იცხოვრონ ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ადრეული/ბავშვთა ქორწინება საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და მომავალს მთელ მსოფლიოში.

ართმევს მათ შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ, ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას, განათლებას, ხდის უფრო დაუცველს ძალადობისა და დისკრიმინაციის მიმართ და ხელს უშლის მათ სრულ მონაწილეობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობაში.

სრული მიმოხილვა

A woman with the cat - cover page of the publication

მარტოობა ხანდაზმულებში - კვლევის ანალიტიკური ანგარიში საქართველო - 2021წ.

პუბლიკაციები

მარტოობა გლობალური მოვლენაა, რომელიც გამოწვეულია საზოგადოების მოდერნიზაციის შედეგებით, როგორებიცაა: გაფართოებული (სამთაობიანი) ოჯახის ჩანაცვლება ოჯახის სხვა ფორმებით (ბირთვული ოჯახი, ერთმშობლიანი ოჯახი და სხვ.), მიგრაციის მაღალი ხარისხი (იგულისხმება როგორც შიდა, ისე გარე მიგრაცია), განქორწინების მაღალი წილი, სოციალური ცხოვრების ტექნოკრატიულობის მზარდი ხარისხი (რაც ადამიანებს შორის გაუცხოებას აღრმავებს) და ა.შ

სრული მიმოხილვა

Cover page of the publication with the title.

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეროვნული ინდიკატორები და საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2024

პუბლიკაციები

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში, საქართველოში მოსახლეობის აღწერა ორჯერ ჩატარდა. აქედან მოსახლეობის პირველი აღწერა ჩატარდა 2002 წელს, ხოლო მეორე - საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა - 2014 წლის 5-19 ნოემბერს. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობას და სასოფლოს-სამეურნეო პროდუქციის პირველად წარმოებას საქართველოში ძირითადად შინამეურნეობები ეწევიან, 2010 წელს, მოსახლეობის აღწერის რაუნდის გაეროს რეკომენდაციის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად. ამ გზით მოხდა ფინანსური და ადამიანური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერამ მოიცვა ქვეყნის საერთო ტერიტორიის 82% და ვერ განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს მოსახლეობის აღწერის არა უმეტეს 10 წლიანი პერიოდულობით ატარებას.

სრული მიმოხილვა

Visual of man and woman

ახალი სიცოცხლე იბადება

პუბლიკაციები

ქალის უნარი – დასაბამი მისცეს ახალ სიცოცხლეს, მის უნიკალურობას განაპირობებს. მამაკაცისა და ქალის სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის) შერწყმას განაყოფიერება ეწოდება. სწორედ აქედან იწყება ახალი სიცოცხლე.

სრული მიმოხილვა

Global M&E Framework

ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო

პუბლიკაციები

მონიტორინგისა და შეფასების წინამდებარე ჩარჩო მომზადდა „ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ პროგრამის გარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს მოსახლეობის ფონდი, და რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. წინამდებარე დოკუმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მსოფლოსათვის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს შეთავაზება. წინამდებარე ჩარჩო, პირველ რიგში, განკუთვნილია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრევენციის პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის, რომლებშიც მოიაზრება სხვადასხვა დაინტერესებული პირები.

სრული მიმოხილვა

LGBT+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა

პუბლიკაციები

LGBT+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა

სრული მიმოხილვა

სპეციალური ანგარიში - საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება

პუბლიკაციები

წინამდებარე კვლევა, საქართველოში მცხოვრები არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობის შესწავლის, საკვანძო საკითხების გამოკვეთის და სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პირველი მცდელობაა.

სრული მიმოხილვა

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და პრაქტიკა სამუშაო ადგილზე - კომპედიუმი დამსაქმებელთათვის საქართველოში

პუბლიკაციები

წინამდებარე კომპედიუმში მოცემულია მტკიცებულებები და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რითაც შეუძლიათ იხელმძღვანელონ საქართველოს ხელისუფლებისა და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სამუშაო ადგილზე ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ხელშესაწყობად. აქვე გამახვილებულია ყურადღება წამყვან პოლიტიკურ ინიციატივებსა და მიდგომებზე, რომლებიც ემსახურება სამუშაო გარემოში ნორმატიული ცვლილებების შეტანას, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და პრაქტიკის დამკვიდრებას.

სრული მიმოხილვა

გვერდები