თქვენ აქ ხართ

ქვეყნის პროფილი წარმოადგენს განახლებულ მიმოხილვას იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა სქესის შერჩევის პრაქტიკა საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში და იკვლევს დაბადებისას სქესთა რაოდენობრივ თანაფარდობაზე მოქმედ ფაქტორებს. იგი განიხილავს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის როგორც ძირეულ, ისე პრაქტიკის მანიფესტაციის განმსაზღვრელ მიზეზებს; წარმოადგენს პრაქტიკის შედეგებს და გასცემს რეკომენდაციებს, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს გენდერული უთანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის, როგორც პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად.