თქვენ აქ ხართ

4-5 დეკემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ხასიათის ტურნე გაიმართა.

საგარეჯოში, წნორსა და დუისში ორგანიზაციებმა წიგნებიალექსანდრე ლორთქიფანიძისიავნანა ლილისთვის” (კამპანიისთვის "კაცები ზრუნავენ") და ქართველი ავტორების ზღაპრების კრებული “იყო ერთი გოგოწარადგინეს. საგანმანათლებლო ტურნეს ფარგლებში, პატარებს ზღაპრები მწერლებმა დათო გორგილაძემ და ნინია სადღობელაშვილმა წაუკითხეს. მათ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს

ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნი „იავნანა ლილისთვის“ (ილუსტრატორი სოფო კირთაძე), რომელიც პატარებს დათო გორგილაძემ წაუკითხა, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით შეიქმნა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა. გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული - „იყო ერთი გოგოგაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ნაწარმოებების პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, თამარ მეფე, პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია, მარო მაყაშვილი, პოეტი ქალი ხვარამზე და სხვები. კრებულში ნინია სადღობელაშვილი ორი ზღაპარი - „ხვარამზე“ და „სიდონიაა“ შესული. მწერალმა აუდიტორიას სწორედ ეს ზღაპრები წაუკითხა.

ტურნე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას ეძღვნება, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. პუბლიკაციები მომზადდა და გამოიცა გაეროს ერთობლივი პროგრამისგენდერული თანასწორობისთვისფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.