თქვენ აქ ხართ

სიახლეები

Covid-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის

პუბლიკაციები

კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ანგარიში მოამზადა ქცევითი მეცნიერების ექსპერტმა, ქეთევან გომელაურმა.

კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ასახავდეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შეხედულებებს. სამუშაო ჯგუფი მადლობას უხდის გაეროს მოსახლეობის ფონდს კვლევის ინსტრუმენტთა შემუშავებაში მონაწილეობისთვის, ასევე, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსა და ქუთაისისა და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს კვლევაში მხარდაჭერისთვის.

სრული მიმოხილვა

გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები

პუბლიკაციები

კვლევა მომზადდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ. ინიციატივის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) − გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით; ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“; ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

სრული მიმოხილვა

მარტოობა და სოციალური იზოლაცია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მცხოვრებ ხანდაზმულ პირებში

პუბლიკაციები

კვლევა წარმოებული იქნა ერთობლივად, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მიერ. წინამდებარე ანგარიშში შესული მონაცემების ერთ-ერთი სერია ემყარება გამოკითხვას, რომელიც წარმოებული იქნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ რეგიონის მასშტაბით გახორციელებული პროექტის „უკეთესი მონაცემები უკეთესი პოლიტიკისთვის“ (CISPop) ფარგლებში.

სრული მიმოხილვა

კაცების ჩართვა პრენატალურ მოვლაში

პუბლიკაციები

დოკუმენტი მომზადდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

სრული მიმოხილვა

საერთაშორისო ტექნიკური და პროგრამული სახელმძღვანელო განათლება ადამიანის სექსუალობის შესახებ არაფორმალური განათლების სისტემაში

პუბლიკაციები

დღეს მსოფლიოში ახალგაზრდების ყველაზე მრავალრიცხოვანი თაობა ცხოვრობს. მათ ჯანმრთელობასა და განათლებაში ინვესტიციების განხორციელებით/დაბანდებით, მთავრობებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციას, უზრუნველყონ მათიკეთილდღეობა და დაეხმარონ პოტენციალის სრულად გამოვლენაში. მოიცავს რა როგორც განათლებას, ასევე ჯანმრთელობას, განათლება ადამიანის სექსუალობის შესახებ (CSE) არსებით მნიშვნელობას იძენს, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამგვარი განათლება ახალგაზრდებს სთავაზობს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი ურთიერთობის დასამყარებლად, ეხმარება მათ, მიიღონ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან (სრჯ) დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

სრული მიმოხილვა

ახალგაზრდობის ინდექსი

პუბლიკაციები

წინამდებარე კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPFA) საქართველოს ოფისისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდებაპროექტი განხორციელდა ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო პარტნიორობი ახალგაზრდობის ინდექსის მიზანიაშეაფასოსრამდენად უწყობს ხელს არსებული გარემო და სახელმწიფო პოლტიკა ახალგაზრდების განვითრებასწარმატებასა და კეთილდღეობას

 

სრული მიმოხილვა

COVID-19, ორსულობა და ვაქცინაცია - ბუკლეტი

პუბლიკაციები

ბუკლეტში თავმოყრილია ხშირად დასმული შეკითხვები ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. 

სრული მიმოხილვა

სტიგმისგან თავისუფალი სამედიცინო დაწესებულებები - სახელმძღვანელო

პუბლიკაციები

სტიგმისგან თავისუფალი სამედიცინო დაწესებულებები - სახელმძღვანელო

სრული მიმოხილვა

აივ დადებითი პირების, სარისკო პოპულაციისა და სამედიცინო პერსონალის აღქმა და დამოკიდებულებები აივ ტესტირებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ

პუბლიკაციები

აივ დადებითი პირების, სარისკო პოპულაციისა და სამედიცინო პერსონალის აღქმა და დამოკიდებულებები აივ ტესტირებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ

სრული მიმოხილვა

ახალგაზრდებს შორის აივ ტესტირებაზე დაბალი მოთხოვნისა და მიმართვიანობის მიზეზები

პუბლიკაციები

ახალგაზრდებს შორის აივ ტესტირებაზე დაბალი მოთხოვნისა და მიმართვიანობის  მიზეზები

სრული მიმოხილვა

გვერდები