თქვენ აქ ხართ

ბანგლადეში გადახვეწილი როჰინგა ლტოლვილები სექსუალური ძალადობის შემაშფოთებელ ამბებს ყვებიან. ერთ-ერთმა ლტოლვილმა ქალმა, შაკილამ, განაცხადა, რომ ის გააუპატიურეს მას შემდეგ, რაც აუძულეს, თავისი ქმრისა და ჩვილი გოგონას მკვლელობისთვის ეყურებინა.

სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევები კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით ხშირდება. გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის (UNFPA), განვითარებად და კრიზისულ გარემოში ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საგულისხმოა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა, არა მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში, არამედ ყველგან და ყოველთვის გვხვდება. მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს გამოუცდია ძალადობა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.

გენდერული ნიშნით ძალადობა, სხვა საზიანო პრაქტიკებთან ერთად, როგორიც არის, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ქალთა გენიტალიების დასახიჩრება, ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაც ქალებსა და გოგონებს ართმევს მომავალს და ანგრევს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ძალისხმებავას არ იშურებს, რათა 2030 წლისთვის, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებს უნდა მიაღწიოს, გენდერული ნიშნით ძალადობა და სხვა საზიანო პრაქტიკები აღმოიფხვრილი იყოს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ებრძვის გენდერული ნიშნით ძალადობის ფიზიკურ და ემოციურ შედეგებს და ხელს უწყობს ყველა ქალისა და გოგონას, ისარგებლოს უფლებით - ცხოვრობდეს ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე. მხოლოდ 2016 წელს ჩვენი სერვისები მსოფლიოს 54 ქვეყანაში 11 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მის სამიზნე ქვეყნებში ყურადღებას ამახვილებს ყველაზე ღარიბ და სოციალურად დაუცველ ქალებზე, ისეთებზე, როგორიცაა შაკილა, რომელმაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით შექმნილ ცენტრში Cox’s Bazar, ბანგლადეში.  სამედიცინო მომსახურება და კონსულტაცია მიიღო

პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების დახმარებით, გაეროს მოსახლეობის ფონდი ასევე ცდილობს უთანასწორობის შემცირებას ბევრი სხვა მიმართულებით, როგორც ნათქვამია ჩვენს ბოლო ანგარიშში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ „დაყოფილი მსოფლიო: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები უთანასწორობის ხანაში”.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი, ჩვენი პარტნიორები და მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო "გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის" დაწყებას აღვნიშნავთ, რათა ხელი შევუწყოთ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის გლობალური ეპიდემიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. წელს, კამპანიის დაწყებასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო სულ უფრო და უფრო მეტი ქალი საუბრობს სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ ხმამაღლა, უკომპრომისოდ - და მათი ხმა მთელ მსოფლიოს ესმის.

მოდით, დღესვე შევუერთდეთ ხმას, რომელიც ცვლილებებს ითხოვს.

მე მოვუწოდებ მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას და თემებს, რომ შემოუერთდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ძალისხმევას, რათა აღმოვფხვრათ ძალადობა და საზიანო პრაქტიკები 2030 წლისთვის. ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ ეს მთელ მსოფლიოს მოდებული განუკითხაობა, რათა მდგრად განვითარებას არავინ ჩამორჩეს.