თქვენ აქ ხართ

16 ნივთით ნაამბობი ძალადობის ისტორიები
  • გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიისთვის გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) 16 ფოტო - 16 არტეფაქტი შეაგროვა, რომელთა საშუალებითაც ძალადობის ამსახველ რეალურ შემთხვევებზე გიამბობთ. © UNFPA იემენი

  • “მას შემდეგ, რაც მეუღლემ მცემა, საკუთარი კბილებიდან მხოლოდ ეს დამრჩა,“ ამბობს ამირა იემენიდან. ქმარმა მას კბილები ცოცხით ჩაუმსხვრია. ამირა ჩამსხვრეულ კბილებს სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებად ინახავს. © UNFPA იემენი

  • ეს სონისეიზე ძალადობის კვალია ბაღში, ადგილი, საიდანაც მან თავის დაღწევა შეძლო. მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს გამოუცდია ძალადობა. © UNFPA კამბოჯა/Sophanara Penn

  • ქალთა გენიტალიების დასახიჩრებისა და ადრეული / ბავშვობის ასაკში ქორწინების ტრადიციული პრაქტიკა ზიანის მომტანია. სურათზე ჩანს მჭრელი საგანი, რომელიც სომალიაში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების მიზნით გამოიყენეს. © UNFPA/Georgina Goodwin

  • ზამბიაში, 14 წლის მირიამი, 78 წლის მამაკაცზე დაქორწინების შემდეგ, საკონსულტაციო ცენტრს ეწვია. "მან წამიყვანა თავის სახლში, გამაშიშვლა და მაიძულა მასთან დავწოლილიყავი,“ - ამბობს მირიამი. ფოტო: ზამბიის ახალგაზრდა ქრისტიან ქალთა ასოციაცია და UNFPA

  • ტატიანას ოჯახი უკრაინაში ქმრის მხრიდან ძალადობისგან იტანჯებოდა. ახლა მეუღლე წასულია, თუმცა ტატიანა და მისი ექვსი შვილი კვლავ ცდილობენ ცხოვრება თავიდან დაიწყონ. "ბავშვები - მე მათთვის ვცხოვრობ", - ამბობს ტატიანა. © UNFPA უკრაინა / Maks Levin

  • მართას, ზამბიაში, პირველადი დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც საკუთარი მეუღლე დაესხა თავს. "როგორც მან თქვა, რომ არ გაქცეულიყო, მოკლავდნენ", - ამბობს თავშესაფრის კონულტანტი. ფოტო ზამბიის ახალგაზრდა ქრისტიან ქალთა ასოციაცია და UNFPA

  • იორდანიაში, გაუპატიურების შემდეგ, ქალმა სწორედ ამ კლინიკაში მიიღო სამედიცინო დახმარება. „მას მოძალადე საწოლისკენ უბიძგებდა და მის დახრჩობას ცდილობდა", - თქვა მისმა მკურნალმა ექიმმა © UNFPA იორდანია / Elspeth Dehnert

  • ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს, მათ შორისაა ფსიქოლოგიური ძალადობა. ბოლივიაში, კარმენი თავისი შეყვარებულისგან მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას უნივერსიტეტის საპირფარეშოებში, მათ შორის ამ საპირფარეშოში, ემალებოდა. © UNFPA ბოლივია / ფოკუსი

  • ეკონომიკური ზიანის მიყენება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც გოგონები სასოწარკვეთამდე მიჰყავს. ნიკარაგუაში მოსამართლემ სოფიას მამის წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი, რადგან მან სოფიას ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი თქვა. © UNFPA Nicaragua/Joaquín Zuñiga

  • “ჩვენმა ძმებმა 20 წელი ბნელ ოთახში გვამყოფეს,“ 9 წლის ასაკიდან ბალქისი და მისი და იემენში ამ ოთახში იყვნენ გამომწყვდეულები, რადგან მისი ძები მიიჩნევდნენ, რომ მათი საზოგადოებაში გამოჩენა ოჯახისთვის სამარცხვინო იქნებოდა. © UNFPA იემენი

  • ძალადობა თაობიდან თაობაზე გადადის. 6 წლის,ომარი, მაროკოში, მამის ძალადობისგან დედის დაცვას ცდილობდა, როდესაც სათამაშო პიანინო გაუტყდა,“მე ჩემი შვილებისთვის უკეთესი მომავალი მინდა, არ მინდა მათ ცხოვრება დაენგრეთ,“ თქვა დედამ. © UNFPA მაროკო

  • ჰუმანიტარული კრიზისის დროს ძირითადი სამიზნეები ქალები ხდებიან. 22 წლის ზეინაბს, ნიგერიაში შეშის შეგროვებისას, თავს ბოკო ჰარამის მებრძოლი დაესხა. ქალებს აუპატიურებენ, იტაცებენ და კლავენ შეშის შეგროვებისას. ეს ზეინაბის შეშაა. © UNFPA ნიგერია

  • ბანგალდეშში, ბანაკში, ლტოლვილმა ქალმა უარი განაცხადა ამ შემოწირულ ტანსაცმელზე, რადგან ეს ტანსაცმელი არ არის საკმარისად მოკრძალებული და არასასურველ ყურადღებას გამოიწვევს. © UNFPA Bangladesh/Veronica Pedrosa

  • რაიას მამა, შვილის გაუპატიურებამდე, რაიას საწოლზე დასაბმელად ამ თოკს იყენებდა. ჰუმანიტარული კრიზისის დროს დაცვის სისტემები იმსხვრევა, ასევე მოხდა იემენში კონფლიქტისას, სადაც ქაოსმა და უკიდურესმა სტრესმა ხელი შეუწყო ძალადობის გაზრდას. © UNFPA იემენი

  • კაცებმა და ბიჭებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ძალადობის დასრულებაში. რი, კამბოჯადან, ამ სახლში, ძალადობდა თავის მეუღლეზე. მაგრამ შემდეგ ის შეუერთდა „კარგი მამაკაცების კამპანიას“, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. © UNFPA კამბოჯა / Sophanara Pen

  • აუცილებელია ამ ამბების დღის სინათლეზე გამოტანა. ბელარუსში, ოჯახში ძალადობას გადარჩენილმა ქალმა, არტთერაპიის კლასში ეს ყვავილი დახატა. „მზად ცხოვრებისათვის“ - ასეთია კლასის თემა. © UNFPA Belarus/Dina Ermolenko